უკან
პოლიტიკა
3 იანვარი, 2018 13:20
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. იულიამ ლაჰიუ აღნიშნულ თანამდებობაზე როზარია პულისიმ შეცვალა.
როზარია პულისი 2017 წლის აპრილიდან ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, მანამდე კი ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლიბიაში, უკრაინაში, კოსოვოში, მოლდოვაში.
2008-2012 წლებში როზარია პულისი, ასევე იყო საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პოლიტიკური მრჩეველი.
როზარია პულისი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დაინიშნა.