უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

12 ოქტომბერი, 2017 12:15
font-size

ნატო-ს სტანდარტების მთავარი კომპონენტი კიბერუსაფრთხოებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს- ჯეიმს აპატურაი

სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის თქმით, ნატო სტანდარტებს არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის აწესებს, არამედ ყველა ინსტიტუციური პროგრამისთვის და ინფრასტრუქტურული პროექტისთვის.

ამის შესახებ აპატურაიმ ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად მთავარი კომპონენტი კიბერუსაფრთხოებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს.

„მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ ჩვენს უკან ბევრი გაკეთებული საქმეა. მთავარი კონტრიბუცია, რა თქმა უნდა, მოდის ჩვენი პარტნიორებისგან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ. გაცილებით უსაფრთხოდ ვიქნებით, თუკი ჩვენი მეზობლები თავს სტაბილურად იგრძნობენ.

რაც შეეხება საქართველოს, ის ასპირანტი ქვეყანაა და ჩვენი მნიშნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ვაწესებთ სტანდარტებს არა მხოლოდ თქვენი შეიარაღებული ძალებისთვის, არამედ ყველა ისტიტუციური პროგრამისათვის და ინფრასტრუქტურული პროექტისათვის. ახლა კი მთავარი კომპონენტი კიბერუსაფრთხოებაა, რასაც მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს“,- აღნიშნა აპატურაიმ.

რიგით მე-11 კონფერენციის განხილვის თემებია: ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ, ტოტალური თავდაცვა, ჰიბრიდული და ასიმეტრიული საფრთხეები, ევროპული უსაფრთხოების მომავალი და ცვალებადი უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში.

კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის არიან ნატო-ს ”მტკიცე მხარდაჭრის“ მისიის მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ნურეთინ ჯანიქლი, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები.

მონიკა დავლიანიძე

არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, პრინციპები, რომელთა დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ - არჩილ თალაკვაძე

19 ივლისი, 2018 , 17:30

არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, პრინციპები, რომელთა დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საკითხის კომენტირების

პირველად ხდება საქათველოს ისტორიაში, როდესაც სახალხო დამცველის მოხსენებას ყურადღებას აქცევენ საერთოდ - გია ვოლსკი

19 ივლისი, 2018 , 16:30

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადასტურონ სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვედრილი შეფასებების კომპეტენტურობა. „ვერ გეტყვით, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ფაქტია,

გავიზიარეთ ომბუდსმენის რეკომენდაცია, რომ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას - სოფიო კილაძე

19 ივლისი, 2018 , 16:00

საპარლამენტო უმრავლესობა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, ომბუდსმენის 303 რეკომენდაციიდან 228 პარლამენტმ

აკაკი ზოიძე დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვაზე: მომავალში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ასეთი ფორმით არ უნდა განმეორდეს

19 ივლისი, 2018 , 16:00

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასებით, პარტია „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვა სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტია. როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომავა

თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მაშინ უნდა დატოვო პარტია და უნდა იყო ოპოზიციაში - კახა კალაძე

19 ივლისი, 2018 , 14:30

როდესაც გამოდიხარ და პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საკითხს. კა

დავით ჭიჭინაძის გარიცხვა პარტიიდან ეს არის შავი ლაქა, როგორც „ქართული ოცნებისთვის“ ასევე საპარლამენტო მუშაობისთვის - რომან გოცირიძე

19 ივლისი, 2018 , 14:30

„ქართულ ოცნებაში“ სიმართლე დასჯადია, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე დავით ჭიჭინაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვას. „დავით ჭი

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან