უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 მაისი, 2018 16:45
font-size

ნატო-ს წევრობა თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს - დალია გრიბაუსკაიტე

საქართველოს 100 წლის წინ მიეცა შანსი და დღესაც გააჩნია საუკეთესო შანსი, რომ პროგრესული გზით იაროს, - ეს განცხადება ლიეტუვას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გრიბაუსკაიტემ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა.

ლიეტუვას პრეზიდენტმა ნატო-ს სამხედრო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე ისაუბრა და საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვაზე გაამახვილა ყურადღება.

,,ჩვენ რასაკვირველია, გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, როგორც ევროკავშირის ფარგლებში, ისე ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რადგან საქართველო ნამდვილად არის მოწინავე ქვეყანა ამ ფორმატში და გააჩნია გარკვეული წარმატებები. იგივეა, რა თქმა უნდა, ნატო-სთან დაკავშირებით. მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებას გარკვეული გამოწვევი გაჩნია, ყველა ეთანხმება, რომ გეოპოლიტიკის დინამიკა სწრაფად ვითარდება და იცვლება და მხოლოდ თქვენი ქვეყანა კავკასიიდან არის ნატოს საუკეთესო პარტნიორი. თქვენი ქვეყანა იღებს მონაწილეობას ნატო-ს ოპერაციებში, სამხედრო წვრთნებში, ასევე ავღანეთში იღწვიან თქვენი სამხედროები. ყოველივე ამით საქართველოს ნატოსკენ სავალი გზა უადვილდება. ფორმალური მხარეების დაჩქარება საჭიროა და ჩვენ ვიქნებით თქვენ გვერდით, თქვენ ზურგსუკან. ნატო-ს წევრობა თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს. ჩვენი მეგობრობა ყვავის და ვითარდება , “- აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.

2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 25 კანდიდატია რეგისტრირებული

23 სექტემბერი, 2018 , 17:20

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.   საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგა

პირობას გაძლევთ, რომ მე თვითონ აქტიურად მივადევნებ თავლყურს - თამარ ჩუგოშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირობა დადო, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეს უფრო დეტალურად გაეცნობა. „ცალსახად უნდა დაიკითხონ, ცალსახად, გ

ხუთივე ფირზე დაიწყოს გამოძიება - გრიგოლ ვაშაძე „ომეგას“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოითხოვა თბილისის პროკურატურისგან, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და „იბერია ტვ“-ის საქმეზე გამოქვეყნებულ ხუთივე ჩ

7% ვის მიჰქონდა, ვინ იყვნენ ეს ბიჭები? - გიორგი ფანცულაია “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ინფორმაციას თბილისის პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებაზე „ომეგა ჯგუფის“ მხარე მიიღებს მას შემდეგ,

გაერო-ს ტრიბუნას გამოვიყენებთ საქართველოს პრობლემატიკის და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად - დავით ზალკალიანი

22 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატი

სურთ გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობების და ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს - გრიგოლ ვაშაძე

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა გააპროტესტა. „დღეს, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი, იდ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`