უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ოქტომბერი, 2016 18:45
font-size

ნატო-სა და ევროკავშირის შტაბ-ბინაში სასულიერო პირების დელეგაცია გამეგზავრება

სასულიერო პირებისგან შემდგარი დელეგაცია 7-11 ნოემბერს ბრიუსელში გაემგზავრება.

ამის შესახებ ინფორმაციას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია ნატოსა და ევროკავშირის შტაბ-ბინებში, ევროპარლამენტში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში წმიდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები იქნებიან.

ვიზიტი პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანი, სასულიერო პირების საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირება და მათი ჩართულობის გაზრდაა.

პროექტს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.

მონიკა დავლიანიძე

მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს მუშაობას დაასრულებს

30 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს. საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობით ბოლო პლენარული სხდომა დღეს, 30 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომები

გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

29 სექტემბერი, 2020 , 17:49

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.  მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ყურადღება დაუთმეს COVID-19-

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა

29 სექტემბერი, 2020 , 16:45

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა. ორბელიანების სასახლეში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ევრო

მმართველი გუნდის წევრებისთვის საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს - „ლელო“ ახალი ინიციატივით გამოდის

29 სექტემბერი, 2020 , 16:05

„ლელოს“ ლიდერებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა - კახა კოჟორიძემ და ლევან კობერიძემ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის წევრებისთვის სავალდებულო უნდა

„ქართული ოცნება“ სრულ საარჩევნო სიას პირველ ოქტომბერს გამოაქვეყნებს

29 სექტემბერი, 2020 , 15:30

„ქართული ოცნების“ სრული საარჩევნო სია პირველ ოქტომბერს გამოქვეყნდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „გამსვლელ სიაში ოცეულის შემდ

მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი იყენებს - გია ვოლსკი

29 სექტემბერი, 2020 , 15:30

მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი იყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე -სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე