უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

10 ივლისი, 2017 18:20
font-size

ნატო საქართველოს საშუალებით ცდილობს განმტკიცდეს ამიერკავკასიაში - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევს მოსკოვში შეხვდა.

როგორც რუსული მედია წერს, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება.

ლავროვის თქმით, რუსეთმა აფხაზ და ოს მოკავშირეებთან ერთად ხელი უნდა შეუშალოს ნატოს „განმტკიცებას“ ამიერკავკასიაში, კერძოდ, საქართველოში.

„ამიერკავკასიის რეგიონში შენარჩუნებულია არასტაბილური ვითარება, რომელიც ასევე არის პროვოცირებული საქართველოს მცდელობებით, გამყარდეს ნატოში, ამის საშუალებით კი ნატოს სურს, განმტკიცდეს რეგიონში. ამ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და ჩვენი აფხაზი მოკავშირეების შეთანხმებული მოქმედებები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა გავაინეიტრალოთ ყველა ის საფრთხე, რაც ამიერკავკასიის მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე დგას“, - განაცხადა ლავროვმა.

გარდა ამისა, ლავროვმა და მედოევმა განიხილეს ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულება, რაც გულისხმობს კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა ასპარეზზე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.

ლავროვის თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბრობდნენ რეგიონში ტრანზიტული ვაჭრობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ასპექტებზე.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 - მდე გაიზარდა

14 მაისი, 2020 , 10:50

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა. ვირუსს გაგრა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

13 მაისი, 2020 , 16:50

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, ოკუპირებულ რეგიონში დაავადებული ათი პირია. რა