უკან

პოლიტიკა

20 სექტემბერი, 2018 10:50
font-size

ნატოს წევრობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - მამუკა ბახტაძე

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს; ისტორიულად, ორივე რეგიონი ჩვენი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია Fox-ის ეთერში, გადაცემა Special Reports-ის წამყვან ბრეტ ბაიერის კითხვას, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ხოლო საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანია ნატოში გაწევრიანება, განიხილება თუ არა ალიანსში ქვეყნის მხოლოდ 80%-ის ინტეგრაცია.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ნატოს წევრობა არის უმთავრესი პრიორიტეტი და ამ საკითხს დიდი ყურადღება ეთმობა.

“დიახ, ნატოს წევრობა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ყოველთვის იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე მოგვეთხოვება. მართალია, ჩვენი ეკონომიკა არც თუ ისე მსხვილია, მაგრამ ჩვენ ვხარჯავთ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვის სფეროში. ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა აშშ-სთან ბრძოლაშია გამოცდილი. ჩვენი მებრძოლები მხარდამხარ ებრძვიან საერთაშორისო ტერორიზმს ავღანეთსა და ერაყში. ერთ სულ მოსახლეზე შეტანილი წვლილის სტატისტიკით, ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ამ საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს”, - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას უპასუხებდა ამერიკის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ის მესამე მსოფლიოში ჩათრევის საკითხი აწუხებთ, რაც გამოწვეულია რუსეთის ქმედებებით აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოს ჩათვლით, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებით ჩვენი რეგიონი ბევრად უფრო პროგნოზირებადი და მდგრადი გახდება, რაც ისევ რუსეთის ინტერესებშია.

ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიკულად 7 ნოემბერს იმედის დარბევას - ნიკა გვარამია

22 ოქტომბერი, 2018 , 11:25

„ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიკულად 7 ნოემბერს იმედის დარბევას“,- ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის

22 ოქტომბერი, 2018 , 10:45

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას „თავისუფალი საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის.  გუშინ გამართულ ბრიფინგზე, „ტრადიციონალის

შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილთან ერთად დებატებში იწვევს

20 ოქტომბერი, 2018 , 17:35

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კონკურენტს სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილთან ერთად დებატებში იწვევს. ნათელაშვილის განცხადებით, ის მზად არის პირისპირ სა

სადაც ვენახი გაქვთ გაშენებული, პლანის პლანტაციები გაშენდება - პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ზესტაფონში მოსახლეობას შეხვდა

20 ოქტომბერი, 2018 , 17:10

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობას ზესტაფონში შეხვდა. კახა კუკავამ ამომრჩეველს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და დაპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების პრი

ზურაბ ჯაფარიძე მარიხუანას დარიგების გამო პოლიციამ დააკავა

20 ოქტომბერი, 2018 , 16:40

სამართალდამცველებმა „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე „დედაენის“ ბაღში მარიხუანის დარიგების გამო დააკავეს. ჯაფარიძის განმარტებით, ეს იყო „დაუმორჩილებლობის აქტი“. ახალი პოლიტიკური ცენტრი &b

პოლიციამ „გირჩის“ წევრი ნიკა ობოლაძე და პარტიის ორი მხარდამჭერი განყოფილებაში გადაიყვანა

20 ოქტომბერი, 2018 , 15:55

„გირჩის“ ინფორმაციით,  მისი წევრის ნიკა ობოლაძის შემდეგ  კრიმინალურმა პოლიციამ განყოფილებაში ორი მხარდამჭერი წაიყვანა. მათი განმარტებით, „დედაენის“ ბაღში მხარდამჭერებს ხუმრობით მგლი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`