უახლესი ამბები
- 27.01.2021 23:22სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
- 27.01.2021 23:07შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან - დეკანოზი თადეოზ სარალიძე
- 27.01.2021 22:01მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზე იმყოფება საქართველოს საელჩოსთან და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია ამ თემაზე წარმოადგენს სპეკულაციას - იტალიაში საქართველოს ელჩი
- 27.01.2021 21:52მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე და უშველეთ ხალხს! - მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
- 27.01.2021 20:33„თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა
- 27.01.2021 20:10ნატო ჩხეიძე: ნეტავ დივერსიული ჯგუფია თუ ჯანსაღი?..
- 27.01.2021 19:45ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
არქივი
პოლიტიკა


ნატოში ელჩი ვიქტორ დოლიძე გახდება, ჟენევაში – ალექსანდრე მაისურაძე
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-სა და ჟენევაში ელჩები იცვლება. ამის შესახებ ზალკალიანმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჟენევაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე იქნება, რომელიც თავის მხრივ ადგილს ნატო-ში ვიქტორ დოლიძეს გაუცვლის.
„გვეყოლება ახალი ელჩები. ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა, მას შეუსრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა 4+1, ანუ 5-წლიანი ვადა დაასრულა, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი გამოცდილება მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში, საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლად. ის საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში. ხოლო მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი იქნება.
ბატონ ვიქტორს წარდგენა არ სჭირდება, კარგად იცნობთ, უაღრესად გამოცდილი დიპლომატია, ასევე სახელმწიფო მინისტრი გახლდათ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და მნიშვნელოვან კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ასევე ნატო-სთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს თავადაც, მისიაში ნამუშავარია წლების განმავლობაში. ამ მიმართულებით კარგი დანიშვნებია,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნატო ჩხეიძე: ნეტავ დივერსიული ჯგუფია თუ ჯანსაღი?..
27 იანვარი, 2021 , 20:10
თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-ს მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში შეხვედრები გამართა
27 იანვარი, 2021 , 17:20

იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში პარლამენტს მეორე ოპოზიციური პარტია შემოუერთდება - არჩილ თალაკვაძე
27 იანვარი, 2021 , 16:35
არ ვაპირებთ უკანდახევას -ლევან ბეჟაშვილი
27 იანვარი, 2021 , 15:25
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა
27 იანვარი, 2021 , 12:00
საქართველოს დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა
27 იანვარი, 2021 , 10:36