უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ივნისი, 2018 14:05
font-size

ნატოში გაწევრიანება საქართველოს, უკრაინისა და ალიანსის 29 წევრის გადასაწყვეტია - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებას ნატოში ინტეგრაციის კუთხით. როგორც სტოლტენბერგმა „დოიჩე ველეს“ რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პროცესში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ [საქართველოსა და უკრაინას] მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კუთხით. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და ვეხმარებით რეფორმების გატარებაში. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინასაც.

ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხს თვითონ ისინი გადაწყვეტენ ალიანსის 29 წევრთან ერთად. მათ გარდა არავის არ შეუძლია, ჩაერიოს ამ პროცესში ან ის დაბლოკოს. რუსეთს არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს, რა უნდა გააკეთონ მისმა მეზობლებმა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ „სრულიად მიუღებელია“, როცა რუსეთისნაირი სახელმწიფოები „ცდილობენ, აღადგინონ თავისი გავლენის სფეროები და გადაწყვიტონ, რა უნდა მოიმოქმედონ მისმა მეზობლებმა“.

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა

17 ნოემბერი, 2025 , 13:08

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინ

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ - ისინი პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოში შეძლებენ

17 ნოემბერი, 2025 , 12:57

„ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ც

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება, ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში

17 ნოემბერი, 2025 , 12:42

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განა