უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 მაისი, 2017 11:50
font-size

ნატოსთან თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება - ირაკლი კობახიძე

თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიხსნა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ალიანსის დახმარებით საქართველო ძლიერდება თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით.

ამის შესახებ მან ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პაოლო ალისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა ინტეგრაციაში გადაიზრდება.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასამბლეის სესია ტარდება საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელიც ნატოს გადაწყვეტილებით, აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენ ვართ მოხარული, რომ მას მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან შედგება.

ნატო და საქართველო უკვე დიდი ხანია მხარდამხარ იბრძვიან გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის და ალიანსთან ურთიერთობას უკვე მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოსთვის.

ნატოს ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ანა მებურიშვილი

4 თებერვალს პარლამენტთან დაგეგმილი აქციის შესახებ თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართეს

28 იანვარი, 2020 , 13:35

„ევროპულმა საქართველომ“ თბილისის მერიას 4 თებერვალს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი აქციის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ განაცხადა. „4 თებერვალს გ

ობამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა და მაინც და მაინც არ გვიყვარდა ერთმანეთი - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

28 იანვარი, 2020 , 11:20

ობამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა, მაინც და მაინც არ გვიყვარდა ერთმანეთი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდების ჯგუფთან „სკაიპით“ ჩართვისას განაცხადა. „მთ

ვახტანგ გომელაური იტალიის ელჩს შეხვდა

28 იანვარი, 2020 , 11:20

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თ

შალვა ნათელაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში ღია წერილით მიმართავს

28 იანვარი, 2020 , 11:20

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში, რან გიდორს ღია წერილით მიმართავს; „ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება რან გიდორს ბატონო ელჩო, პატივი მაქ

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

28 იანვარი, 2020 , 11:00

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოში დღეს დაიწყება. ევროპის საბჭოს მიწვევით, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურ

ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

27 იანვარი, 2020 , 17:50

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბდულა ალმუთაირს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვახტანგ გომ