უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
ნაციონალებიდან ოპონენტებთან დებატებს ვანო მერაბიშვილი და დავით ბაქრაძე გამართავენ 20.08.2012 17:11

“ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი საარჩევნო სიის პირველ ნომრად პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაასახელა, არჩევნების შემდეგ კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ვანო მერაბიშვილი იქნება. ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე “ნაციონალების” პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა,

მისი ცნობით, ნაციონალური მოძრაობა ძირითად ოპონენტებთან დებატების გამართვასაც გეგმავს და მათი პარტიიდან დებატებში სწორედ მერაბიშვილი და ბაქრაძე მიიღებენ მონაწილეობას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს. ჩვენი მიზანია, გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. სატელევიზიო დებატებს კი ამ მხრივ ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ძირითადი პოლიტიკური ძალების პრემიერ–მინისტრობის კანდიდატებსა და საპარლამენტო სიის პირველ ნომრებს სატელევიზიო დებატებში იწვევს.

საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ თითოეული პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამას. „ნაცმოძრაობის“ ორივე პოლიტიკური ლიდერი ვანო მერაბიშვილი და დავით ბაქრაძე მზად არიან პოლტიკურ დეპატებში მონაწილეობის მისაღებად,"- განაცხადა თაქთაქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დებატებში გამოიწვია.