უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ნოემბერი, 2023 16:14
font-size

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა 10 პროცენტი დეკლარაციებს ხარვეზებით ავსებს -„საერთაშორისო გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა 2022-2023 წელს შევსებული დეკლარაციების ნაწილი ხარვეზიანი აღმოჩნდა. ამის შეასხებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

„შემცირებულია იმ თანამდებობის პირთა რაოდენობა, რომლებიც ხარვეზებით ავსებენ დეკლარაციას; წლევანდელ დეკლარაციებში 23-მა თანამდებობის პირმა გამოასწორა 2022 წელს ჩვენს მიერ გამოვლენილი ხარვეზები; 250-ზე მეტი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო 26-მა, რაც 23-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით; 12 თანამდებობის პირს კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, მათ შორის არიან: სენაკის მერი, ვახტანგ გადელია, წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზეზვა მაკალათია; გამოვლინდა 4 შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირი ამავდროულად საწარმოს დირექტორია. მათ შორის არიან: სენაკის მერი, ვახტანგ გადელია და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზეზვა მაკალათია; 6 შემთხვევაში თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მათ შორის არიან მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და აბაშის მერი, გიგა გაბელაია.

თანამდებობის ერთ პირთან დაკავშირებული კომპანია ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებში. გასათვალისწინებელია, რომ კვლევა დაეყრდნო საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას - მასში გამოყენებულია თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციები და საჯარო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, რაზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაცია სრულად

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი