პოლიტიკა


ნაციონალურ მოძრაობაში ყრილობის გამართვის საკითხზე მსჯელობენ
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
პარტიამ ყრილობის გამართვის საკითხზე უნდა იმსჯელოს. გუნდში ამ თემაზე აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ყრილობა მასშტაბური უნდა იყოს და მას სულ მცირე 7ათასი დელეგატი დაესწროს, ნაწილი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებების მიღება მცირემასშტაბიან ყრილობაზე უფრო მარტივი და ეფექტიანი იქნება.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება, სავალდებულო იქნება ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ყველა წევრისთვის.
,,რომელი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული პოლიტსაბჭოს უმრავლესობის მიერ, ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სავალდებულო პირადად ჩემთვისაც, სხვა წევრებისთვისაც.
თავმჯდომარის არჩევის საკითხი გახლავთ ასევე ერთ-ერთი განსახილველი თემა. ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ მხოლოდ პარტიის ერთიანობიდან და ჩვენი ბრძოლის გაძლიერების ინტერესიდან გამომდინარე’’, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
ასევე, მსჯელობის საგანია და აზრთა სხვადასხვაობაა, უნდა მოხდეს თუ არა პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა.
,,გვსურს, იყოს დიდი ყრილობა 7 ათას დელეგატიანი, დელეგატების შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე და დემოკრატიული და არ იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეული მანიპულაციები. მერე მნიშვნელოვანი საკითხი კი არის ის, რომ ჩვენი პოზიციით, ყრილობამ არ უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩიორა თაქთაქიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ნათია თურნავამ თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერა
7 დეკემბერი, 2019 , 15:45

ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
6 დეკემბერი, 2019 , 17:20

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება - „თავისუფალი დემოკრატები“
6 დეკემბერი, 2019 , 15:10

ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს - გიორგი მარგველაშვილი
6 დეკემბერი, 2019 , 14:06