უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2017 09:00
font-size

ნაციონალური ინტერნეტ დომენების ადმინისტრატორების 72-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

14-15 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართება რიგით 72-ე ნაციონალური ინტერნეტ დომენების ადმინისტრატორების საერთაშორისო კონფერენცია.

საქართველო, წარმოდგენილი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის (ITDC) სახით, პირველად მასპინძლობს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ნაციონალური დომენების ადმინისტრატორების საერთაშორისო კონფერენციას (APTLD).

APTLD წარმოადგენს არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 50-ზე მეტ ნაციონალური ზედა დონის დომენის ადმინისტრატორ კომპანიას, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ევრაზიის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის, ავსტრალიის და წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან.

კონფერენციის ორგანოზატორების განცხადებით, ორგანიზაციის წევრებს დიდი გამოცდილება აქვთ კიბერუსაფრთხოების, მდგრადობის უზრუნველყოფისა და სტაბილური სისტემების შექმნის კუთხით, რომლის ურთიერთ გაზიარებაც თავის მხრივ ხელს უწყობს ნაციონალური დომენების სივრცის სწორ მართვასა და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ინტერნეტის გამოყენებას.

APTLD აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პროფილურ ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან როგორიცაა: მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ–კორპორაცია ICANN, ინტერნეტ საზოგადოება ISOC, მსოფლიო ქსელის საკოორდინაციო ცენტრი RIPE რომლებიც ასევე იღებენ მონაწილეობას აღნიშნულ კონფერენციაში.

კონფერენციის მონაწილეები და სტუმრები, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან 40-ზე მეტი ქვეყნიდან, განიხილავენ ნაციონალური დომენების გარშემო არსებულ აქტუალურ საკითხებს, უსაფრთხოების პრობლემებს, დომენური სივრცის მართვისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენების საკითხებს.

14 სექტემბერს 10.45 სთ -ზე სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართება პრესკონფერენცია სადაც კონფერენციის მონაწილენი და ორგანიზატორები უპასუხებენ ადგილობრივ ჟურნალისტთა შეკითხვებს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლოდროს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

21 თებერვალი, 2018 , 19:45

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლოდროს მიმდინარე პროცესები მართლმსაჯულების ინტერესს აზიანებს და ამცირებს საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემისადმი. საბჭოში მოსამართლე და არამოს

ერისთავის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

21 თებერვალი, 2018 , 17:46

ერისთავის ქუჩაზე, კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, ლამინატის ქარხანაში გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლმა, დაახლოებით,

მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

21 თებერვალი, 2018 , 17:20

მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია. ამ დროისთვის ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელ ობიექტზე გაჩნდა ცეცხლი.

თავდაცვის მინისტრმა პროექტის „ქალები მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გახსნა

21 თებერვალი, 2018 , 17:10

პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც მოწვეული სტუმრის სტატუსით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დოქტორი ჯეიმი შეა დაესწრო. მინი

გიორგი აბაშიშვილი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხებს გამოეხმაურა

21 თებერვალი, 2018 , 16:00

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ პრობლემებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესს. „საქართველოს პრეზიდენტისთვის მედიაგ

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების ტენდერებში გამარჯვებულ საწარმოებში დასაქმებით კორუფციის შესახებ კანონი დაირღვა

21 თებერვალი, 2018 , 15:00

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას მიმართავს და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განხორციელებულ საკადრო გადადგილებებსა და სახელმწიფო ტენდერებში შესაძლო კორუფციული გარიგებებ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე