უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 იანვარი, 2020 12:30
font-size

„ნაციონალური მოძრაობა` ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს პროტესტის ნიშნად ტოვებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის 3 სხვა წევრთან ერთად "ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელ საბჭოს ტოვებს. მიზეზად ნადირაძე გასულ კვირას, საკრებულოში მომხდარი ჩხუბის დროს ფრაქციის წევრზე, ლევან ხაბეიშვილზე ძალადობას ასახელებს, რომელზეც რეაგირება, მისი თქმით, ასოციაციის პრეზიდენტს კახა კალაძეს არ ჰქონია.

"ჩვენ აქ ვიმყოფებით ახლა "ნაციონალური მოძრაობის" 4 წარმომადგენელი, რომლებიც ვართ ამ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები და ჩვენ გვინდა, რომ პროტესტის ნიშნად დავტოვოთ ის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ასოციაცია უმოქმედოა. ამ ასოციაცია არ ჰქონია არანაირი რეაგირება არცერთ ძალადობაზე, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ თავდასხმაზე და ჯგუფურად ძალადობრივ შეურაცხყოფაზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ ასოციაციის პრეზიდენტი კახა კალაძე არის ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ახალისებს, ხელს უწყობს, გეგმავს, ორგანიზებას უწევს და შემდგომში უბიძგებს "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატებს, რომ იგივე გააკეთონ ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ,"- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მატყუარა ხელისუფლებას რა ელოდება არჩევნებზე, ამას ვნახავთ - რომან გოცირიძე

21 თებერვალი, 2020 , 17:20

“ყველამ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი - ტყუილი - ყოველ ნაბიჯზე გამოიყენება,” - ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისი თქმით, გაერთიან

მმართველ გუნდთან დიალოგს აზრი არ აქვს - სერგი კაპანაძე

21 თებერვალი, 2020 , 14:30

“ჩვენ ჩვენი შეთავაზებები წარვუდგინეთ და მათ ამაზე საპასუხოდ დაიჭირეს ჩვენი პოლიტიკური ლიდერები და აპირებენ სხვების დაჭერას. ამ ვითარებაში დიალოგს აზრი არ აქვს,” - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სე

თუ პასუხი არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება - მამუკა მდინარაძე

21 თებერვალი, 2020 , 14:30

„ძალიან ცოტა დრო რჩება იმ დროის გასვლამდე, როცა ოპოზიციამ პასუხი უნდა თქვას. თუ პასუხი არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

პოლიტიკაში ერთს პლიუს ერთი ყოველთვის არ არის ორი - თემურ შაშიაშვილი

21 თებერვალი, 2020 , 14:30

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ხელოვნური პოლიტიკური გაერთიანებებისა და ბლოკების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.  მისი თქმით, სწორედ პოლიტიკურმა ბლოკებმა და გაერთიანებებმა „ყველა ერთის წინააღმდე

კრიზისის დასაძლევად საქართველოს ფსიქოლოგიის შეცვლა სჭირდება - ჰოლ ჰოლი

21 თებერვალი, 2020 , 13:21

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაშინგტონში საქართველოს მთავრობის მიმართ რამდენიმე კრიტიკული განცხადება გაკეთდა. სენატიდან და წარმომადგენელთა პალატიდან ოფიციალურ თბილისს არაერთი წერილი გაუგზავნეს, რომლებშიც საქართველო

დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში საქართველოს ელჩებად სოფიო ქაცარავა, დავით დონდუა და ლევან იზორია დაინიშნენ

21 თებერვალი, 2020 , 10:44

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა, – ამის შესახებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`