უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ოქტომბერი, 2018 13:00
font-size

„ნაციონალური მოძრაობა“ დაიძრა უფრო პოპულიზმისკენ, ჩვენ ამას კატეგორიულად ვემიჯნებით - გიგი უგულავა ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე

„ნაციონალური მოძრაობა“ დაიძრა უფრო პოპულიზმისკენ, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით. განსხვავება ბევრია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვით, მას სურს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება.

„ვანო ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ჩვენი მეგობრობა არ დაწყებულა პოლიტიკით. ბუნებრივია, პატივს ვცემ მის აზრს. გუშინდელმა ჩანაწერებმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მიმართ ძალადობა განხორციელდა, ძალით იქნა გაყვანილი და ის, რაც ჩვენ ვიცოდით, კიდევ ერთხელ დადასტურდა.

რაც შეეხება პარტიებს, ჩვენ გავიყავით არა პირადი დაპირისპირების ან ემოციის გამო, რადგან ფუნდამენტურ საკითხებში არის ფუნდამენტური განსხვავება, რაც დღეს უკვე კარგად ჩანს. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიძრა უფრო პოპულიზმისკენ, საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც არარიალიზებადია და პოპულისტურ ხასიათს ატარებს. ჩვენ ამას კატეგორიულად ვემიჯნებით.

„ევროპული საქართველო“ არ არის პოპულისტური პარტია, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც რეალისტურად გასაკეთებელია, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაიძრას და სამუშაო ადგილები შეიქმნას. განსხვავება ბევრია, მაგრამ ყველა პარტიასთან საერთო ამოცანა გვაქვს ის, რომ არჩევნების გზით გავისტუმროთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებისგან“,- განაცხადა უგულავამ.

„რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ „მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ერთიანი“.
კითხვაზე, როგორ უყურებს ის პარტიის გაყოფას და რომელი პოლიტიკური ძალის შეხედულებებს იზიარებს, მერაბიშვილმა უპასუხა, რომ მისთვის ორივე პარტიაში არიან მეგობრები და მიზანია, რომ ეს ძალები საერთო მიზნის მისაღწევად კვლავ გაერთიანდნენ.

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია

18 იანვარი, 2020 , 15:35

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. პრემიერ გახარიას თავად ივანიშვილი შეცვლის და მასთან ერთად, მეორედ დაბრუ

ქართველებს სურთ ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა - კელი დეგნანი

18 იანვარი, 2020 , 12:00

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმ

გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

18 იანვარი, 2020 , 11:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტ

მე მართლა გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში - მამუკა ხაზარაძე

17 იანვარი, 2020 , 15:25

გული მწყდება, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქალა

პარლამენტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება სცნო

17 იანვარი, 2020 , 15:16

პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონ

ეკა ბესელია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

17 იანვარი, 2020 , 14:24

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მონაწილეობას იღებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში, რომელიც პარიზში იმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`