უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 დეკემბერი, 2016 13:15
font-size

ნაციონალური მოძრაობა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს პარლამენტში იბარებს

ნაციონალური მოძრაობა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში უმცირესობის სხდომაზე იბარებს. ამასთან დაკავშირებით პარტიის ოფისში, განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.

მისი თქმით, პარტიამ მომავალ ოთხშაბათს უმცირესობის სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები დაიბარა, რათა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საზოგადოებას საკუთარი ხედვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

უმცირესობის ლიდერი ამბოსბ, რომ სხდომას ღია დებატების სახე ექნება.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ლარის გაუფასურება 2 კონკრეტულ საფრთხეს ქმნის. მისი განცხადებით, თუ ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება, მთავრობა იძულებული იქნება ენერგოტარიფებს გადახედოს და გააძვიროს.

ბაქრაძის განცხადებითვე, თუ ლარის კურსთან დაკავშირებით გაურკვევლობა შენარჩუნდება, ეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში ვერცერთი ბიზნესმენი ვერ დაგეგმავს საკუთარ ბიზნეს საქართველოში, თუ მას არ ეცოდინება, როგორი იქნება ლარის და დოლარის თანაფარდობა მომავალ წელს.

,,ლარის გაუფასურება და ის გარკვევლობა, რომელიც არსებობს მომავალ კურსთან დაკავშირებით ქმნის პირდაპირ საფრთხეს ცხოვრების მორიგი გაძვირების ტალღის დაწყების და საქართველოში ეკონომიკური განვითარების კიდევ უფრო შეფეხების. ამ ფონზე სრულიად საგანგაშოა ის, რომ მთავრობისგან, მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან არაფერი არ გვესმის გარდა უსუსური თავის მართლების, რომ თურმე მთელ მსოფლიოში ყველა ვალუტა უფასურდება. აუცილებელია, ხელისუფლებამ მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ლარის გასამყარებლად, როგორ აპირებს მოსახლეობის დაცვას გაძვირების მორიგი ტალღისგან და რაც მთავარია, რა პროგნოზს აკეთებს მომავალ თვეებში ლარის კურსთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს, ვისაც აქვთ საბანკო კრედიტი, ჰქონდეთ საშუალება გათვალონ მათი ხელფასის რა ნაწილი წავა კრედიტის მომსახურებაზე, რომ ადამიანებს, ვისაც აქვთ ბიზნესი, გათვალონ უღირთ თუ არ უღირთ ამ ბიზნესის წარმოება და როგორი უნდა იყოს მათთვის ფასები და რომ ყველაზე გაჭირვებულ ფენას - სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს ჰქონდეთ საშუალება გათვალონ, რამდენ მედიკამენტზე და პროდუქტეზე ეყოფათ პენსია და როგორ გაიტანონ თავი თვიდან თვემდე’’, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი