პოლიტიკა


ნაციონალური მოძრაობა გიორგი მღებრიშვილის გადადგომას ითხოვს
ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, გიორგი მღებრიშვილისა და რუსი პრანკერების სატელეფონო საუბარს, რომელსაც რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს, ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.
როგორც ბოკუჩავამ მედიას განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება საუბრის ავთენტურობა, ქვეყნის შს მინისტრი უნდა გადადგეს და შეწყდეს მიხეილ სააკაშვილზე სისხლის სამართლებრივი დევნა.
„ალექსნადრე ჭიკაიძე საბურავებს ეძებდა ჩვენს სარდაფებში და ამ მოტივით კითხავდნენ, მათ შორის ჩვენს პარლამენტის წევრებს, ატარებდნენ ექსპერტიზებს. ეს თეა წულუკიანისთვის, მდინარაძისთვის თუ ივანიშვილის გუნდის სხვა წევრებისთვის სერიოზული საქმე იყო.
შს მინისტრი პირდაპირ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ეს არ არის მათთვის სერიოზული საკითხი. ვფიქრობ, ნათელია საზოგადოებისთვის, რა დონის არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე“, -განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რუსი პრანკერების მტკიცებით, მათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს უკრაინელი კოლეგის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს. „ვოვანი“ და „ლექსუსი“ რუსულ მედიასთან საუბარში ყვებიან, თითქოს მღებრიშვილს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება შესთავაზეს. პასუხად მღებრიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უცენზუროდ მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდებათ, „დარჩეს სადაც არის, რადგან ქართულ მხარეს არ სურს მისი გმირად გადაქცევა“.
საკვანძო სიტყვები:

ნათია თურნავამ თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერა
7 დეკემბერი, 2019 , 15:45

ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
6 დეკემბერი, 2019 , 17:20

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება - „თავისუფალი დემოკრატები“
6 დეკემბერი, 2019 , 15:10

ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს - გიორგი მარგველაშვილი
6 დეკემბერი, 2019 , 14:06