უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივნისი, 2017 12:35
font-size

ნაციონალური მოძრაობა გიორგი მღებრიშვილის, ვახტანგ გომელაურისა და ალექსანდრე ჯეჯელავას თანამდებობებიდან გადაყენებას მოითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაკავებული თანამდებობიდან გადააყენოს.

ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა რურუამ გააცნო.
მისი თქმით, დასახელებული პირები თანამდებობებს არ დატოვებენ, ან მათ პრემიერი არ გაათავისუფლებს, ნაციონალური მოძრაობა "მიაღწევს მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას ქართველ ხალხთან ერთად".

"აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მოტაცება, როგორ ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროპის კავშირმა შეაფასა, ყოველ მიზეზს გარეშე, კონკრეტული პირების მიერ საკუთარ თავზე პირადი პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს.

ეს და ყველა მსგავსი სამარცხვინო და დანაშაულებრივი ფაქტი ყველანაირ პერსპექტივას უსპობს ჩვენს ქვეყანას, საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციებს აზიანებს. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, რასაც ის დღემდე შეგნებულად არ აკეთებს.

მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, გადააყენოს დაკავებული თანამდებობებიდან შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ვინც მთელი ამ პროცესის განმავლობაში უტიფარი დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს ქართული საზოგადოების თვალის ასახვევად და მოსატყუებლად.

თუ დასახელებული პასუხისმგებელი პირები არ გადადგებიან, ამ მათ პრემიერი არ გაათავისუფლებს, მაშინ ჩვენ მივაღწევთ მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას ჩვენს მთავარ თანამებრძოლ ქართველ ხალხთან ერთად" , - განაცხადა ნიკა რურუამ.

ნინო ექვთიმიშვილი

ნათია თურნავამ თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერა

7 დეკემბერი, 2019 , 15:45

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოებს ეწვია. მინისტრები ად

ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“

6 დეკემბერი, 2019 , 17:20

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკო

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს

6 დეკემბერი, 2019 , 16:10

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს. ამის შესახებ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს. მისივე თქმით, თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე

6 დეკემბერი, 2019 , 16:10

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მისი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება - „თავისუფალი დემოკრატები“

6 დეკემბერი, 2019 , 15:10

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ინიცირებულ ახალ კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ორპალატიანი

ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს - გიორგი მარგველაშვილი

6 დეკემბერი, 2019 , 14:06

მე ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გარკვეულ ექსცესებამდე, თუმცა, დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ," - აცხადებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`