უკან

პოლიტიკა

6 აპრილი, 2017 15:20
font-size

“ნაციონალური მოძრაობა` კომპანია `ქართულ საინვესტიციო ჯგუფ 21-ე“-სა და `ქართუ ბანკს` თაღლითობაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობა" კომპანია "ქართულ საინვესტიციო ჯგუფ 21-ე“-სა და "ქართუ ბანკს" თაღლითობაში ადანაშაულებს.

როგორც პარტიის წევრებმა, გოგა ონიანმა და ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კომპანიამ "ქართული საინვესტიციო ჯგუფი 21-ე“ 10 წლის წინ 50-მდე მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, რომლის მიხედვითაც, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ ავტომობილები მძღოლებს დარჩებოდათ.

გოგა ონიანის განცხადებით, 2011 წელს კომპანიამ "ქართუ ბანკიდან" 6 მილიონიანი სესხი აიღო, რისი უზრუნველყოფაც აღნიშნული მანქანებით მოხდა. გოგა ონიანის განცხადებით, მძღოლებმა თანხის უდიდესი ნაწილი დაფარეს, თუმცა კომპანიამ ბანკს სესხი ვერ გადაუხადა და ამიტომაც, "ქართუ ბანკი" მძღოლებს მანქანებს ართმევს.

"2007 წელს კომპანიასა და მძღოლებს შორის დაიდო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ 48 ათასი ლარის გადახდის შემდეგ ეს მანქანები მძღოლებს უნდა გადასცემოდათ საკუთრებაში. 50-მდე მძღოლიდან ზოგმა 40 ათასი ლარი გადაიხადა, ზოგმა 45 ათასი, ზოგმაც სრულად დაფარა, მაგრამ 2011 წელს კონპანიამ, ისე რომ არ ჰკითხა მძღოლებს არაფერი, სხვა ქონებებთან ერთად მანქანები ჩადო "ქართუ ბანკში" და გამოიტანა 6 მილიონი ლარი. კომპანიამ თანხა ვერ გადაიხადა, ბანკმა იჩივლა, 2015 წელს გამოვიდა გადაწყვეტილება და დაყადაღდა ქონება, მათ შორის ეს მანქანებიც. ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც აწყობდა როგორც კომპანიას ასევე, ბიძინა ივანიშვილის ბანკს. მძღოლებს უთხრეს, რომ მალე მათ გააჩერებს პატრული და მანქანებს გადასცემენ სააღსრულებლო ბიუროს", - განაცხადა გოგა ონიანმა.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მძღოლების ინტრესებს სამართლებრივად დაიცავს. ასევე, თუ საჭირო გახდება, პარტია პროტესტის სხვა ფორმებსაც არ გამორიცხავს.

"თაღლითური გარიგება იყო ბანკსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის. ტრაგიკულია როცა მილიარდელის ბანკი ართმევს გაჭირვებულ ხალხს მანქანებს, რომლის საფასურიც მათ გადაიხადეს. მძღოლებს გვერდში ვუდგავართ ამ ბრძოლაში", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

"ნაციონალური მოძრაობა" "ქართუ ბანკს" მიმართავს, მათმა იურისტებმა შეისწავლონ დოკუმენტაცია და "მძღოლები არ დატოვონ ლუკმა პურის გარეშე".

ნინო ექვთიმიშვილი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები, ევროპის მომავალზე ისაუბრებთ - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქ

ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით; აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დ

საქართველოს მეგობრების განცხადებების ფონზე, სრულიად სამარცხვინო და არასერიოზულია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია - „თავისუფალი საქართველო“

23 იანვარი, 2020 , 15:35

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოგზავნილ წერილებსა და რეკომენდაციებს ეხმაურება. როგორც „თავისუფ

ფრაქცია `დამოუკიდებელი დეპუტატები` ივანე მაჭავარიანს პარლამენტში იბარებენ

23 იანვარი, 2020 , 14:50

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას მიმართავს. წერილს, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშ

ნატო-საქართველოს კომისიამ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას მაღალი შეფასება მისცა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა - საგარეო უწყება

23 იანვარი, 2020 , 14:15

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგ

„თქვენი ლიდერის ბოროტი კურსი შესაჩერებელია“ - მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს

23 იანვარი, 2020 , 13:15

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები ცდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`