უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ნოემბერი, 2018 10:35
font-size

„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც ძველი ბერკეტებით მოქმედებს - ბიძინა ივანიშვილი

„ეს სხვა ძალაა, ეს დესტრუქციული ძალაა, აღარ შეუძლია კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მხოლოდ სიტუაციის ატრიალება უნდათ“, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა კვლავაც ძველი ბერკეტებით მოქმედებს.“

„მათ იცოდნენ სიცრუე და ძალადობა. ისინი ქმნიდნენ ვირტუალურ სამყაროს, თვითონ კარგად იყვნენ და ყველას გვარწმუნებდნენ, რომ კარგად ვართ. მოდელირებული გადაცემები, დახურული ტელევიზიები, წითელი და ყვითელი ჩაფხუტები. დააყენებდნენ რიგში, ერთ შენობას აშენებულს ოთხი მხრიდან ოთხი კვირის განმავლობაში უღებდნენ და აპიარებდნენ. არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ აღმშენებლობა მიდის და თქვენ კარგად ხართ.

ვეღარ იხსენებენ, რომ მშენებლობა გააჩერეს, ვეღარ იხსენებენ, რომ პოლიცია დაიშალა, ვერაფერს ამბობენ. ერთადერთი სიცრუეზეა ყველაფერი დალაგებული. დღეს, იგივე ფორმებით და იგივე მეთოდებით ცდილობენ, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ყველაფერი არის საშინელება და აპოკალიფსი გველოდება ხვალ. ისედაც გაჭირვებულ საზოგადოებას კიდევ შოკში აგდებენ. ესეც გუნდის სისუსტე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იგი მიიჩნევს,რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს სიცრუის ტყვეობაში არ დატოვოს საზოგადოების დიდი ნაწილი.

„რუსთავი-2 და „ნაციონალური მოძრაობა“ ვახსენე, ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ჩვენ შევძლებთ სიცრუის ტყვეობაში და შანტაჟში აღარ დავტოვოთ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც აღშფოთებულიც არის და შეშფოთებულიც იმით, რასაც აკეთებენ და როგორც აკეთებენ, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი