უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 თებერვალი, 2017 14:10
font-size

”ნაციონალური მოძრაობა” მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების თაობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

”ნაციონალური მოძრაობა” მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების თაობაზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას ითხოვს.

შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

მისი თქმით, პირველ რიგში მოსამართლეს უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება და დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება.

”ეს არის უპრეცედენტო, როდესაც სახელმწიფო მოსამართლეს უხდის ქრთამს იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდოს თავისუფალი მედია, კერძოდ ”რუსთავი 2”. აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს მოსამართლეს, რომელიც არის კორუმპირებული და წყვეტს ადამიანების ბედს. ასევე უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ასეთი ბინძური მოქმედებით ჩრდილი მიაყენეს სასამართლოს, თუმცა სასამართლო უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ბიძინა ივანიშვილს შეუქმნას ყველანაირი კომფორტი. ეს ძალიან საგანგაშოა და აქ არავითარ ევროპულ ღირებულებებზე საუბარი არაა”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, გამოძიების დაწყების და მისი ობიექტურად წარმართვის იმედი არა აქვს.

ცნობისათვის: ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მეორე ინსტანციის სასამართლოში ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.

ნინო ექვთიმიშვილი

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

6 დეკემბერი, 2019 , 14:20

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თ.ფ. დამნაშავედ ცნო. როგორც "მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, სასა

სუს-მა ქედის მერიის თანამშრომელი დააკავა

6 დეკემბერი, 2019 , 13:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „გამოძიებამ

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

6 დეკემბერი, 2019 , 12:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ

პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა

5 დეკემბერი, 2019 , 17:30

პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფი

ნიკა გვარამია სუს-შია დაბარებული

5 დეკემბერი, 2019 , 16:00

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს. მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან შესაბამისი უწყება მიუვიდა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ნიკა გვარამია სუს-ში მოწმის სახით გამოკ

მეუღლის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

5 დეკემბერი, 2019 , 15:40

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობის და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ი. ჩ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გენერალური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`