უახლესი ამბები
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
- 19.04.2024 15:06ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა
- 19.04.2024 14:26ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი
- 19.04.2024 12:33პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
- 19.04.2024 11:13მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
არქივი
პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მოითხოვს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჭარის უმაღლეს საბჭოში „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია აბულაძე ამბობს, კანონპროექტმა პენსიაზე გასულ პოლიციელის და მისი ოჯახსის წევრების ჯანმრთელობის სპეციალური დაზღვევის შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს.
“ნაციონალური მოძრაობა” „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოში კანონპროექტს წარადგენს, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პაკეტი შეუნარჩუნდებათ.
დღეს მოქმედი კანონით, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია პოლიციელის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება. ხშირია შემთხვევები როცა პოლიციელს უწყდება შვებულება და შემდეგ ვეღარ სარგებლობს. აუცილებელია პოლიციელის დაძაბულ და არანორმირებულ სამუშაო რეჟიმში მუშაობისას მას შეექმნას შვებულების სარგებლობის გარანტია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონში გაჩნდება ჩანაწერი: პოლიციელის შვებულებიდან გამოძახების შემთხვევაში, შვებულების გადატანა შესაძლებელია არაუგვიანეს იმავე კალენდარული წლის ბოლომდე, ხოლო თუ შვებულების შეწყვეტა მოხდა დეკემბრის თვეში, ასეთ შემთხვევაში მომდევნო კალენდარული წლის 1 მარტამდე“, - აცხადებს გია აბულაძე.
ნინო ექვთიმიშვილი