უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

21 ნოემბერი, 2017 13:01
font-size

„ნაციონალური მოძრაობის“ 4-კაციანი ფრაქცია პატარა ოთახშიც მოთავსდება - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებს საკრებულოში თავიანთი ოთახი დაკეტილი დახვდათ, კარებზე კი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აბრა.

ოპოზიციური პარტიის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს.

ურთიერთშელაპარაკების დროს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ, საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს კითხვით მიმართა „მხოლოდ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ხარ, თუ მათ შორის ჩემიც? გუშინ როდესაც განაცხადეთ, რომ ყველასთან თანამშრომლობას აპირებთ, მათ შორის ოპოზიციასთან, ეს არის თანამშრომლობის ფორმა, ასე იწყებთ თქვენ თანამშრომლობას?“.

საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ფრაქციაში 19 დეპუტატია და ისინი ძველ კაბინეტში ვერ ეტევიან, შესაბამისად, მოხდა ოთახების გაცვლა.

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ოთახში მაქსიმუმ 5-6 ადამიანი თუ განლაგდებოდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ ქონდა ოთახი სადაც თავისუფლად შეიძლება განლაგება 20-25 ადამიანის. ამდენად, რადგან უმრავლესობით მოვიდა „ქართული ოცნება“, ფრაქციაში 19 დეპუტატით, შეუძლებელი იყო პატარა ოთახში მოთავსება და პირიქით, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა 4 ადამიანით, სავსებით საკმარისია მათთვის, ის პატარა ოთახი“,-განმარტა თებიძემ.

მირდატ ქამადაძის თქმით, კი „ნაციონალური მოძრაობა“ კაბინეტებისთვის არ მოსულა, ამიტომ მოქალაქეებს მისაღებში მიიღებს.

„ჩვენ კაბინეტებისთვის არ გვიბრძოლია. კაბინეტისთის ვინც იბრძვის ფაქტი აგერ არის. პირველივე დღეს მთავარ პრობლემად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ დაასახელა კაბინეტები. ახლა ვნახოთ, ამას მოსახლეობა დაინახავს, ჩვენ სამდივნოში, მისაღებში გადავინაცვლებთ, მოქალქეებს იქ შევხდებით და ვიმუშავებთ. ჩვენ ხალხმა იმიტომ აგვირჩია, რომ ბათუმელებისთვის საქმე გავაკეთოთ და არა კაბინეტებისთვის“,-აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

მონიკა დავლიანიძე

ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 18:41

„ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, ფერმერი, სპორტსმენი - ყველა ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის სახეს“, - ამის შესა

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი მედიკოსებთან შეხვედრისას სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესდა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მედიკოსების, პედაგოგებისა და პო

განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს, - ამის შეს

2020 წლამდე ყველა არჩევნები გენერალური რეპეტიცია იქნება იმისათვის, რომ მშვიდობიანად, ქაოსის გარეშე ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ - გიგი უგულავა

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

„ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან ერთად სოფელ გვიმრიანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეც

თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხი რწმუნებულის ადმინისტრაციაში განიხილეს

17 ოქტომბერი, 2019 , 14:40

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთისა რეგიონებისთვის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების აშენებას გეგმა

2021 წლამდე ბუნებრივ აირს დამატებით 100-მდე დასახლებული პუნქტი და 20 000-მდე აბონენტი მიიღებს - ნათია თურნავა

17 ოქტომბერი, 2019 , 14:10

თვითმმართველობის ორგანოების წინადადებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით, რომ დამატებით, 100 - მდე ახალი დასახლებული პუნქტი მიემატა გაზიფიცირების სამწლიან პროგრამაში გათვალისწინებულ დასახლებებს. ეს არის 20,