უკან

პოლიტიკა

22 დეკემბერი, 2018 15:35
font-size

„ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი მხოლოდ საბაბია, რათა სხდომა გააცდინონ და ხელფასი არ დაექვითოთ - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შესულ მიმართვას, რომლის თანახმად, ფრაქცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე დასწრებას არ აპირებს.

ჩუგოშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებული ბოიკოტი საბაბია, რათა სხდომა გააცდინონ და ხელფასი არ დაექვითოთ.

ჩუგოშვილის განცხადებით, ახალი რეგლამენტის ამოქმედებასთან ერთად, სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

„„ნაციონალურ მოძრაობაში” საბაბს ეძებენ, სხდომებს არ დაესწრონ. ე.წ. ბოიკოტი, მხოლოდ საბაბია, რათა სხდომა გააცდინონ და ხელფასი არ დაექვითოთ. ეს უბრალოდ საბაბია და რეგლამენტის იმ ნორმის ასე გამოყენება სწორი არ არის, რომლითაც პოლიტიკური შეხედულების გამო შესაძლებელია პარლამენტის წევრმა, ან ფრაქციამ სხდომა გააცდინოს. ეს ასეც უნდა იყოს და კანონში უნდა ეწეროს, ეს ხვრელი არ არის, რადგან პოლიტიკური ორგანოა და პარლამენტის წევრს უნდა შეეძლოს, პროტესტის ნიშნად მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღოს და ამის გამო არ უნდა დაისაჯოს, მაგრამ რასთანაც გვაქვს საქმე? – ეს არის არა პოლიტიკური ბოიკოტი, არამედ საბაბი, რომ ამ მუხლით თავიდან აიცილონ ხელფასის დაქვითვა, რაც ჩემი აზრით, ბოროტად გამოყენებაა კანონში არსებული სწორი ჩანაწერების“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ჩუგოშვილის თქმით, ახალი რეგლამენტით პარლამენტის ყველა წევრს ვალდებულება აქვს, სხდომებში მონაწილეობა მიიღოს და პროცესებში იყოს აქტიურად ჩართული.

„ის, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები კომიტეტებს ტოვებენ, გამოწვეულია იმით, რომ გამკაცრებულია როგორც დასწრებისა და გაცდენის სანქციები, ასევე კომიტეტის წევრებისთვის გაჩენილია ახალი ვალდებულებები მუშაობის კუთხით. სწორედ ამით არის გამოწვეული, რომ პარლამენტის წევრებმა დაიწყეს კომიტეტების დატოვება. როგორც ჩანს, საქმესა და კომიტეტებში დასწრებას გაურბიან. ზუსტად არ ვიცი, რომელი წევრი რომელი კომიტეტიდან გადის, მაგრამ ერთადერთი, რასაც ეს რეგლამენტი ცვლის, ის არის, რომ წევრები უნდა ჩაერთონ რეალურ მუშაობაში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი