უკან

საზოგადოება

16 მარტი, 2018 16:35
font-size

“ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პენსია 400 ლარი გახდება - ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს პენსია 300 ლარი გახდება, ხოლო შემდეგ – 400 ლარი.

შესაბამისი განცხადება ნიკა მელიამ პენსიონერებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„დასანანია იცოდე, რომ შენს სახელმწიფოში მაღალჩინოსნების ხელფასების ზრდის ფონზე, რომელსაც ალბათ თითოეული თვენგანი ძალიან დიდი გულისტკივილით ადევნებთ თვალ-ყურს, სახელმწიფოსგან საკუთარი ბედის ანაბარა არის მიტოვებული პენსიონერი. ჩვენ ასევე, სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის გამო, თქვენმა ისედაც ძალიან მწირმა პენსიამ თავისი მსყიდველობითუნარიანობა დაკარგა და დღეს თქვენ იმაზე ნაკლებ პენსიას იღებთ, ვიდრე 5 წლის წინ იღებდით. მაგალითად, 5 წლის წინ თუკი თქვენი პენსია დოლარში გამოხატული 90 დოლარს შეადგენდა, 5 წლის თავზე, დღეს თქვენი პენსია შეადგენს 70 დოლარს. ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვიცით თუკი ვინმეს ძალიან მტკივნეულად დაარტყა ფასების ზრდამ და ლარის გაუფასურებამ ეს ხართ თქვენ - პენსიონერები. ვიცი, რომ შემოსავლის უდიდესი ნაწილი იხარჯება გაზრდილ კომუნალურებზე და გაზრდილ ფასებზე. რა თქმა უნდა, იბადება კითხვა რას აკეთებს დღეს ხელისუფლება? რას აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“? მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პენსია მნიშვნელოვნად კარგავს მსყიდველობითუნარიანობას, „ქართული ოცნება“ მიმდინარე წელს, არც კი აპირებს პენსიის მატებას არც ერთი თეთრით. შეგახსენებთ, რომ მთელი 6 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 30 ლარით გაზარდა პენსია და მთელ ეს 30 – ლარიანი ზრდა თავიდან ბოლომდე შეჭამა უკვე ფასების ზრდამ“, – განაცხადა ნიკა მელიამ პენიოსერებისადმი მიმართვისას.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი