უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 დეკემბერი, 2016 14:30
font-size

ნაციონალური მოძრაობის ნაწილი პოლიტსაბჭოს დღევანდელ ხდომაში მონაწილოებას არ მიიღებს

ნაციონლური მოძრაობის ნაწილი, პარტიის დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც პარტიის წევრებმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, დღევანდელ სხდომაში იმ მოტივით არ მიიღებენ, მონაწილეობას, რომ 20 იანვარის ყრილობის ჩატარების წესი უკვე 30 ნოემბერს არის დამტკიცებული.

მედიანიუსი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ მონაწილეობის მიღებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს 27 დეკემბერს დანიშნულ სხდომაში შემდეგი მიზეზების გამო:

პოლიტსაბჭოს მოწვევის საბაბად დასახელებული მიზეზები არ საჭიროებს ამ ფორმატში შეკრებას, რადგან გადაწყვეტილება 20 იანვრის ყრილობის ჩატარების წესის შესახებ უკვე დამტკიცებულია 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოს მიერ.

ყრილობის მოსამზადებელი საორგანიზაციო კომისიის შედგენის წესი გულისხმობს პარიტეტზე დაფუძნებული საორგანიზაციო კომისიის შექმნას. პოლიტსაბჭოს 30-მა წევრმა უკვე დაასახელა 6 წევრი. ჩვენ დღემდე ველოდებით, როდის დაასახელებენ პოლიტსაბჭოს დანარჩენი წევრები წინასწარ განსაზღვრული კვოტის ფარგლებში საკუთარ წარმომადგენლებს.

ყრილობის საორგანიზაციო წესებზე სწორედ საორგანიზაციო კომისიამ უნდა იმსჯელოს სამუშაო ფორმატში და არა პოლიტსაბჭომ, რადგან ეს არ არის პოლიტსაბჭოს ფუნქცია; შესაბამისად, პოლიტსაბჭოს ეს სხდომა ემსახურება ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოების გაჭიანურებას.

20 იანვრის 7000-დელეგატიანი ყრილობის მოწინააღმდეგეებმა უარი განაცხადეს უკლებლივ ყველა წინადადებაზე, რომელიც კომპრომისისკენ იყო მიმართული.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ 20 დღის განმავლობაში, ჩვენი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, უარი თქვა ყრილობის საორგანიზაციო საკითხების ირგვლივ თანამშრომლობაზე.

30 ნოემბერს პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით, პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 10 იანვრისა.

ამიტომ, ნაჩქარევად სხდომის მოწვევას, პოლიტსაბჭოს აქტიური წევრების საქართველში არყოფნის პირობებში, მივიჩნევთ ყრილობის მოწვევის უკვე დამტკიცებული წესების რევიზიის მცდელობად.

ჩვენი სურვილია კომისიის მუშაობა წარიმართოს ღიად და გამჭვირვალედ, რადგან სწორედ საორგანიზაციო კომისია არის ის სტრუქტურა, სადაც საჭიროების შემთხვევაში უნდა შედგეს დისკუსია პროცედურულ საკითხებზე. ამასთან, საკორგანიზაციო კომისია ვერ შეითავსებს ვერცერთ იმ ფუნქციას, რომელიც დამტკიცებული წესებით, პოლიტსაბჭოს კომპეტენციაშია.

გარდა ამისა, ჩვენ ვგრძნობთ მაღალ პასუხისმგებლობას ჩვენი მხარდამჭერებისა და ამომრჩეველების წინაშე და გამოვთქვამთ მზადყოფნას ყველასთან თანამშრომლობისთვის-პარტიის რაიონული ორგანიზაციების, საპარლამენტო დეპუტაციის, მაჟორიტარობის კანდიდატების, პოლიტსაბჭოს წევრების და პარტიის მხარდამჭერების ჩათვლით.

ჩვენი მიზანია ენმ-ის ყრილობის სამაგალითოდ, მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება, რადგან სწორედ ეს ყრილობა უნდა გახდეს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპის დასაწყისი. ძალა ერთობაშია!",-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ენმ-ს პოლიტსაბჭოს შემდეგი წევრები: ზაზა ბიბილაშვილი;ლევან ვარშალომიძე; ლევან ბეჟაშვილი; ირაკლი ნადირაძე; გიორგი პატარაია; აკაკი მინაშვილი; კობა სუბელიანი; თინათინ ბოკუჩავა; ზურაბ მელიქიშვილი; ჩიორა თაქთაქიშვილი; პეტრე ცისკარიშვილი; ნუგზარ წიკლაური; ომარ მეგრელიძე; კახა ბუცხრიკიძე; ირაკლი ქავთარაძე; გიორგი კარბელაშვილი; დავით კირკიტაძე; ეკატერინე ხერხეულიძე; ხათუნა ოჩიაური; დავით დარცმელიძე; ნინო კალანდაძე; კობა ხაბაზი; გოჩა კუპრავა; მარიამ საჯაია; პაატა ლეჟავა; ვახტანგ ლემონჯავა; მიხეილ მახარაძე.

მონიკა დავლიანიძე

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი