უკან

რეგიონები

26 მარტი, 2020 17:00
font-size

,,ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება უპასუხისმგებლო, მავნებლური და ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შემწყობია - ალექსანდრე მოწერელია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ პირბადეების დარიგების ფაქტს გამოეხმაურა, სადაც ასობით ადამიანი შეიკრიბა. ალექსანდრე მოწერელიამ მომხდარს უპასუხისმგებლო და მავნებლური უწოდა.

,,მინდა გამოვეხმაურო, იმ განხორციელებულ უპასუხისმგებლო ქმედებას, რასაც ადგილი ჰქონდა დღეს ზუგდიდის ცენტრში. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული შეკრება, სადაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაარიგეს პირბადეები. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, მაშინ როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ვცდილობთ შევასრულოთ მაქსიმალურად და აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება, დღეს ასობით ადამიანი შეკრიბეს და დაიწყეს პირბადეების დარიგება. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ადამიანებს შორის ვირუსის გავრცელება არ მოხდება და ეპიდემიის სახით არ იფეთქებს ჩვენს რეგიონში? - ეს არის მავნებლობა და მიზანმიმრთული ქმედება იმისათვის, რომე ჩვენ რეგიონში გავრცელდეს ეპიდემია და კიდევ უფრო უმართავამდე მიიყვანონ მთელი ეს მდგომარეობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში გუშინ გვქონდა დადასტურებული შემთხვევა კორონავირუსის,“ - აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მომხდარზე სამართალდამცველების მხრიდან იყო რეაგირება:

,,ჩვენ მოგვიწია სამართლდამცველების მოხსნა, სხვადასხვა ობიექტებიდან, რომლებიც ისედაც დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, იმისათვის, რომ ეს უპასუხისმგებლო ქმედება შეგვეჩერებინა. ამ ყველაფერში მონაწილეობდა 200-მდე ადამიანი, მე უპასუხისმგებლობის, მავნებლობის და შეგნებულად ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეწყობის მეტს სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ! ასეთ დროს მსგავსი იაფფასიანი პოლიტიკური ტრიუკებით და პიარით ჩვენ კარგს ვერაფერს მივიღებთ ჩვენი ქვეყნისათვის, ეს უნდა ესმოდეს ყველას,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარის დროს სახელმწიფო რწმუნებულმა.

„ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიას მოვთხოვთ, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად - ნათია თურნავა

5 მარტი, 2021 , 17:25

ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანჰესთან“ გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი

ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ

27 თებერვალი, 2021 , 12:00

ფერმერები აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ. სოფლის განვითარების სააგენტო, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან” ერთად, უკვე მეორე წელია, აღნიშნულ პროგრამას ახორციელე

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის ორ მოსწავლესა და ცხრა პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

24 თებერვალი, 2021 , 14:20

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში დღეიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა. „წინა კვირაში ვირუსი დაუდასტურდა ერთ მასწავლებელს და გადაყვანილი იყო იზოლაციაში, ასევე დროის გარკვეულ პერიოდში ვირუ

21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

22 თებერვალი, 2021 , 15:31

21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. როგორც „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდშ

სოფელ შუქრუთში მაღაროები პარალიზებულია - მოსახლეობა პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

18 თებერვალი, 2021 , 12:29

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა მაღაროს ტერიტორიის პიკეტირება მოაწყო. „ჯორჯიან მანგანეზის“ ცნობით, ისინი კომპანიისგან მადნის მოპოვების პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათივ

ინტენსიური თოვის გამო გზებზე შეზღუდვებია - სად იკრძალება მოძრაობა

17 თებერვალი, 2021 , 10:25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალ