უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 მაისი, 2017 15:35
font-size

ნავთლუღის ბაზრის გარემოვაჭრეები კარვების გაშლასა და შიმშილობას აპირებენ

ნავთლუღის ბაზრის გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ აღნიშნულ ბაზრობაზე მათი საქმიანობის 6 თვით გახანგძლივებას.

როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს, მათ ღამე გაათენეს ბაზრობაზე, რათა მათი დახლები არ აეღოთ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, თუკი მთავრობა მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი კარვების გაშლასა და შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

აქციაზე მცირე შელაპარაკება მოხდა გარემოვაჭრეებსა და სამართალდამცავებს შორის.

აქციაზე იმყოფებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ბეჟან გუნავა და მამუკა ტუსკაძე.

გუნავას თქმით, სახელმწიფომ გარემოვაჭრეები უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილებით.

„ხალხის ერთადერთი შემოსავალია გარევაჭრობა და თუ ხელისუფლება დაასაქმებს მათ, თუ შესთავაზებს ისეთ სამუშაო ადგილებს, რათა ადამიანმა ელემენტარული საყოფაცხოვრებლო პირობები შეუქმნას საკუთარ თავს, ბუნებრივია, ეს ადამიანები ამაზე უარს არ იტყვიან. ეს პატარა აქცია შეიძლება აზვირთდეს და ხვალ და ზეგ აქ დადგეს ათასობით ადამიანი, რომელიც ითხოვს სოციალურ სამართლიანობას“, - განაცხადა გუნავამ.

ანა მებურიშვილი


16 წლის მოზარდის ცხედარი 20-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

17 თებერვალი, 2019 , 17:28

20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ფოთში 16 წლის მოზარდის ცხედარი , შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუ

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზმა კლინიკაში აზიარა

16 თებერვალი, 2019 , 22:54

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა აზიარა. ამისათვის ის სპეციალურად ბათუმიდან ჩამოვიდა. „მოსული

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - ადვოკატი

16 თებერვალი, 2019 , 20:32

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, დამძიმებულია. - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ „რუსთავი2“ -თან საუბარში განაცხადა. ადვოკატი საპატრ

მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო

16 თებერვალი, 2019 , 19:25

თბილისის ღია უნივერსიტეტში მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გა

უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია - სურსათის ეროვნული სააგენტო

16 თებერვალი, 2019 , 17:01

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფ

თბილისში ხეების სანიტარიული ჭრა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება

16 თებერვალი, 2019 , 14:20

თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრას განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დღეს ასათიანის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეო