ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 250 მილიონი დოლარის ევრობონდი გამოუშვა
14.05.2012 19:46
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 250 მილიონი აშშ დოლარი ევრობონდი გამოუშვა.
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე ეს ფაქტი დადებითად შეაფასა.
მისი განცხადებით, გასულ კვირაში მნიშვნელოვანი საინვესტიციო ფორუმი შედგა და ხსენებულმა კორპორაციამ წარმატებული ტრანზაქცია განახორციელა. მან 250 მილიონი დოლარის ხუთწლიანი ევრობონდი 6,8 6,9 პროცენტში გამოუშვა, რაც კარგი ფასია. ფინანსურ ბაზრებზე არსებული რთული მდგომარეობის ფონზე ფინანსურ ბაზრებზე განხორციელებულ ყველაზე წარმატებულ ტრანზაქციად მიიჩნიეს.
გილაურის განმარტებით, ხუთწლიანი 250 დოლარიანი ევრობონდი ფინანსურმა ინსტიტუტებმა კორპორაციას სახელმწიფო გარანტიის გარეშე გამოუყვეს, რაც აღსანიშნავია.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ფინანსური საზოგადოება საქართველოს მაკროეკონომიკასა და მაკროეკონომიკურ მონაცემებს ენდობა, რაც ქვეყანაში ინვესტიციის შემოსვლას შეუწყობს ხელს.


















