უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

19 სექტემბერი, 2019 15:55
font-size

NDI-ის კვლევა, რომელიც ტრადიციულად პოლიტიკურ სპეკულაციებს იწვევს, ჩვენთვის სახელმძღვანელოდ ვერ გამოდგება - ნათია თურნავა

ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ გამოწვევებს, რაც არსებობს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში. ყოველთვის ვამბობთ, რომ ვიცით, რაც არის ჩვენი პრობლემები - ეს არის სიღარიბე, რომელიც უნდა დავძლიოთ, ეს არის დასაქმება, რომელიც უნდა გავზარდოთ - ამაზე ვმუშაობთ და ვპასუხობთ კონკრეტული პროგრამებით, მათ შორის, საბიუჯეტო პროგრამებით. NDI - ის კვლევები, რომელიც იქცა პოლიტიკური სპეკულაციებისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ბერკეტად, ამ თვალსაზრისით ჩვენი სახელმძღვანელო არ არის,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ამერიკის ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სათაო ოფისი საკმაოდ სოლიდური ორგანიზაციაა.

„აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ხოლო NDI - ი ამერიკული ორგანიზაცია და ამდენად, ჩვენ კითხვები არ გვაქვს. მაგრამ,აღნიშნული ორგანიზაციის საქართველოს ოფისი საველე სამუშაოების ჩასატარებლად , ტრადიციულად, ადგილზე ირჩევს ისეთ პარტნიორებს, რომელთა შეფასებებიც ყოველთვის ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და არ იწვევს დიდ სანდოობას ჩვენში,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, მთავრობა ხელმძღვანელობს ოფიციალური სტატისტიკით, სადაც არც მეთოდოლოგია და არც ციფრები კითხვებს არ იწვევს.

„მასში ასახულია როგორც პრობლემები, ასევე წინსვლაც და პროგრესიც. ასევე კონკრეტული პროგრამებია ჩვენი სახელმძღვანელო, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობთ - როგორ ვძლევთ სიღარიბეს, როგორ ვეხმარებით ადგილობრივ ბიზნესს და ა.შ. NDI - ის საველე სამუშაოები კი სუბიექტური კითხვების დასმის ტრადიციას ეყრდნობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა - გიორგი ბოტკოველი

20 მარტი, 2024 , 13:13

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია , რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი