უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ოქტომბერი, 2020 16:30
font-size

NDI ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო შეფასების შემდგომ ეტაპს იწყებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დისტანციური შეფასების მესამე ფაზას იწყებს.

როგორც „მედიანიუსს“ NDI- დან აცნობეს, NDI დააკვირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, პარტიები და კამპანიის გარემო, მედია და დეზინფორმაცია და გენდერი და ინკლუზიურობა.

ამასთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საარჩევნო პროცესებზე კორონავირუსის გავლენასაც შეისწავლის და დეტალურ ანგარიშს 3 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

„აღნიშნული ანგარიში დაეფუძნება NDI-ის მიერ აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშს (Georgia Election Watch) და გრძელვადიანი ანალიტიკოსების საქმიანობას, რომლებიც საარჩევნო გარემოს სექტემბრის შუა რიცხვებიდან აკვირდებიან. ამ მომენტისთვის, მათ სხვადასხვა მხარეებთან უკვე 200 შეხვედრა გამართეს.

ამას გარდა, ოქტომბრის დასაწყისში NDI-მ ორი საარჩევნო ბიულეტენი გამოაქვეყნა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას, კამპანიის გარემოს, საინფორმაციო სივრცესა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას ეხებოდა. არჩევნების დისტანციური შეფასების ჯგუფს ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრისტინ ტოდ უიტმანი, NDI-ის პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი, ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი, საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი და არჩევნების პროგრამების დირექტორი სარა კუპერი უხელმძღვანელებენ. დისტანციურ შემფასებელთა ჯგუფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, კანდიდატებს, მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდება.

NDI-ის საერთაშორისო დისტანციური შემფასებელი მისია თავის საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. ეს პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მხარდაჭერით ხორციელდება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს

25 ნოემბერი, 2020 , 17:42

დღეს ევროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში საქართველოს მისი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გადმოურიცხა. რო

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა

25 ნოემბერი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3138 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3193 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის „კოვიდი“ - პაატა იმნაძე

25 ნოემბერი, 2020 , 17:25

ქვეყანაში ჯერ სეზონური გრიპი არ ცირკულირებს და გაციებით მიმდინარე უმეტესი შემთხვევა კორონავირუსია, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე. როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭო

პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ სასულიერო პირებს, ტაძარში მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე - საპატრიარქო

25 ნოემბერი, 2020 , 17:25

კორონავირუსის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. „COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გატანილი 50 მლნ აშშ დოლარიდან 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა

25 ნოემბერი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გატანილი 50 მლნ აშშ დოლარიდან 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა. აუქციონი დღეს შედგა. „2020 წლის 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ

დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ წინ აღვუდგეთ ინფექციას და მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას - ამირან გამყრელიძე

25 ნოემბერი, 2020 , 16:30

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი გამოვლენილზე ორჯერ მეტია, თუმცა, საბედნიეროდ ინფიცირებულთა ეს ნაწილი უსიმპტომოა, ან მათთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვ