უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ივლისი, 2018 17:25
font-size

NDI ურჩევს მთავრობას, ყველა საჯარო მოხელეს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართ შეუწყნარებელი იქნება

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, ყველა საჯარო მოხელეს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართ შეუწყნარებელი იქნება.

ორგანიზაციამ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც რეკომენდაციებსაც მოიცავს.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი.

„რეკომენდაციები მოიცავს: პრეზიდენტმა, რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს და კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ;

მთავრობის ხელმძღვანელობამ ყველა საჯარო მოხელესა და საზოგადოებას მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართ შეუწყნარებელი იქნება და რომ მოძალადეებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ;

პროკურორებმა და მოსამართლეებმა 2016 და 2017 წლების არჩევნების დროს ჩადენილი ძალადობის ფაქტების მიუკერძოებელი და დროული გადაწყვეტა უნდა უზრუნველყონ, რათა მომავალში მსგავსი ფაქტები თავიდან იყოს აცილებული და საზოგადოებას პოზიტიური მესიჯი მიეწოდოს;

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ამჟამად მწვავე არ არის, ოპოზიციური და მმართველი პარტიები თანხმდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიაზე შეტევები ხორციელდება და დეზინფორმაციის უწყვეტი ნაკადია. ამ შეტევებთან გამკლავების მიზნით საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ“, - ნათქვამია ანგარიშში.

დელეგაციის შეფასებით, შემოთავაზებულმა საკანონმდებლო და ტექნიკურმა ცვლილებებმა შესაძლოა, საარჩევნო პროცესში არსებულ ზოგიერთ პრობლემას უპასუხოს.

„თუმცა 2018 წლის არჩევნების ყველაზე სერიოზულ წინაღობას მხოლოდ კანონები და პროცედურები ვერ გაუმკლავდება. როგორც აღვნიშნეთ, რესურსების - განსაკუთრებით სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენება - და ამომრჩევლის და კანდიდატების დაშინებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას პოლიტიკური ნება სჭირდება. ამას მთავრობის ყველა დონეზე პროაქტიული მიდგომა სჭირდება. გამოყენებული უნდა იყოს ზედამხედველობის (განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის), აღსრულების და სანქციების დაწესების მექანიზმები. დარღვევების ამ წრის გარღვევას არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას შეუწყობს ხელს, რაც ამ მთავრობისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.

დელეგაცია ხაზს უსვამს, რომ იგი არ ერევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში და მიიჩნევს, რომ არჩევნების სანდოობასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს. შესაბამისად, წინამდებარე ანგარიშს დელეგაცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მხარდაჭერისა და გაძლიერების სულისკვეთებით წარმოადგენს“, - ნათქვამია ანგარიშში.

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2019 , 10:55

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განა

ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს

18 სექტემბერი, 2019 , 16:05

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში პროპორციული საარჩევნო სისტემის თემას ეხმიანება. დეპუტატი ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს