უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ივნისი, 2023 11:32
font-size

ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის სხდომაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ნდობის ჯგუფს მოხსენება საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ წარუდგინა.

„დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების ყველა საკითხი, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში, რეგიონში, მთლიანად საქართველოს ირგვლივ მიმდინარე პროცესები და რა გავლენა აქვს ან შესაძლოა ამ ყველაფერს ჰქონდეს საქართველოზე, მის უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენ, კანონმდებლებს მუდმივად გვიდევს ხელი უსაფრთხოების გარემოს მაჯისცემაზე. ყოველთვის გვაქვს უახლესი ინფორმაცია და შეფასებები, რასაც გვაწვდის საგარეო დაზვერვის სამსახური, ასევე სხვა ქართული სპეცსამსახურები. კანონმდებლებისთვის ეს ინფორმაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საფრთხეების შესახებ წინმსწრებად ინფორმაციის მიღებისთვის, მათ შესახებ ადრეული შეტყობინებისთვის, უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და ზედამხედველობის მიზნებისთვის”, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

ნდობის ჯგუფის სხდომას ესწრებოდნენ დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გიორგი ლილუაშვილი და სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის უფროსი ლევან ნასრაშვილი.

მიმდინარე წელს ნდობის ჯგუფმა 7 სხდომა გამართა. სხდომები წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 17:53

ძალიან დიდი იმედი მქონდა, მოვისმენდი, რომ მართლაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ბავშვის, ერთი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას უნდა მივმართო, თქვენ ტაშში - რას უკრავთ ტ

ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა

22 სექტემბერი, 2023 , 17:21

თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკ

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 15:51

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიი

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

21 სექტემბერი, 2023 , 17:07

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო. თავდაცვის კოდექსი, თანმდევი კანონპროექტებით, აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამ

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ - ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი, 2023 , 15:02

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ, პრეზიდენტმა კანდიდატებს კანდიდატურების გაწვევაც სთხოვა, თუმცა ეროვნულ ბანკში საკითხი ამოწურულია და მის ფუნქციონირებას საფრთხე აღარ შეეხება, - ამის შე

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის - თინა ბოკუჩავა

21 სექტემბერი, 2023 , 14:45

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრ