უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 თებერვალი, 2018 12:55
font-size

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მივიდეს აკადემიაში და დარწმუნდეს, აქვს თუ არა ადგილი ძალადობას - მამა გიორგი ზვიადაძე

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა ბრალდებებს გამოეხმაურა. სტუდენტების მტკიცებით, სასწავლებელში მათზე სულიერი და ფიზიკური ძალადობა ხორციელდება.

ზვიადაძემ ეს ბრალდებები უარყო.

„თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის უმაღლესი სასულიერო სკოლა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის დაფუძნებული. აკადემიას ძალიან მაღალი ამოცანები აქვს და მის დაფუძნებას პატრიარქი ძალიან მაღალ მნიშვნელობას ანიჭებდა. საღვთისმეტყველო სკოლის გარეშე ქართული საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარება წარმოუდგენელია. აკადემიის მმართველი ორგანო გახლავთ სამეცნიერო საბჭო.

მე მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, როცა ვინმეს აქვს მცდელობა, სიმართლეში გაერკვეს, ამ სიმართლეში გარკვევა არის მარტივი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მივიდეს აკადემიაში და დარწმუნდეს, აქვს თუ არა ადგილი რაიმე ძალადობას. რა თქმა უნდა, ინფორმაცია არასწორია.

სასულიერო აკადემიაში, რომელშიც მოღვაწეობენ სასულიერო მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, ვის წარმოუდგენია, რომ რაიმე სახის ძალადობა იყოს? სასულიერო აკადემია უშუალოდ პატრიარქის მეთვალყურეობის ქვეშაა, მე არ შემიძლია ვისაუბრო, თუ რაში სჭირდებათ ეს განცხადებები. მე შემიძლია ვისაუბრო, თუ რა არის სიმართლე და რა არა. წარმოუდგენელია, რომ აკადემიაში რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი. პირიქით, სამეცნიერო საბჭოს მთელი პედკოლექტივისა და სტუდენტების უდიდესი მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მაღალი სულიერებისა და ცოდნის მიღების საშუალება იყოს აკადემიაში. მე არ შემიძლია, რომელიმე ადამიანს გული ვატკინო, არ შემიძლია, ვისაუბრო, თუ ვის რა მიზანი აქვს. მხოლოდ გეტყვით, რომ სასულიერო აკადემიას აქვს თავისი მიზნები და ამოცანები და ამას წარმატებით ასრულებს. ვამაყობთ, რომ აკადემიაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზარდა და მომავალშიც აღიზრდება და ისინი ჩვენი ქვეყნის სამსახურში იქნებიან. არასოდეს მოხდება, რომ აკადემიამ შეწყვიტოს იმ ამოცანების შესრულება, რაც პატრიარქისგან და მართლმადილებლური ეკლესიიგან აქვს დაკისრებული“, -თქვა სასწავლებლის რექტორმა, მამა გიორგი ზვიადაძემ.

დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა

3 აგვისტო, 2020 , 17:40

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში, სადაც ბავშვს დენმა სადენებთან შეხები

მთავრობის ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

3 აგვისტო, 2020 , 17:40

მთავრობის ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების და ექსპერტების მონაწილეობით, „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის ადმი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0719 ლარი გახდა

3 აგვისტო, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0719 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0721 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

“პროცესი დაცლილია პოლიტიკური შემადგენლისგან” - ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

3 აგვისტო, 2020 , 17:20

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების“ შესახებ საჯარო დაწესებულებებს ავალდ

ბედნიერი ვარ, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე - გრიგოლ ვაშაძე

3 აგვისტო, 2020 , 17:20

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. „უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმიღო, და მე მას ილიაობ

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა

3 აგვისტო, 2020 , 17:10

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა. საპატრიარქოში ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, მან შეხვედრაზე მყოფ ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე