უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 მარტი, 2025 12:03
font-size

ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს და დაველაპარაკები, იმდენად მართლები ვართ, ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა, იმ არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც თვითონ გადაწყვიტა, არასაპარლამენტო ოპოზიცია ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ვერ დაველაპარაკებით - ირაკლი კობახიძე

ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს და დაველაპარაკები ნებისმიერ ფორმატში, იმდენად მართლები ვართ და იმდენად გვაქვს ამის რწმენა, რომ ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა, საჯაროდ თუ არასაჯაროდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპონენტებმა, მათ შორის, პროტესტის მონაწილეებმა იციან, რომ არაფერში არიან მართლები და არ მიდიან ამ წინადადებაზე.

„ჩვენ საუბარი გვექნება მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციასთან. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, მით უმეტეს, იმ არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც თვითონ გადაწყვიტა, არასაპარლამენტო ოპოზიცია ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ვერ დაველაპარაკებით. ისინი პირდაპირ წავიდნენ სისტემის წინააღმდეგ. გამოუცხადეს საბოტაჟი სისტემას. მათთან ბუნებრივია, არაფერი გვაქვს სალაპარაკო, მაგრამ ვინც ეს საბოტაჟი არ გამოაცხადა, გნებავთ იყოს არასაპარლამენტო, მაგრამ თუ არ იყო ჩართული საბოტაჟში, მათთან ვისაუბრებთ. დაახლოებით ათი განცხადება გავაკეთე, ხან ბრიფინგზე, ხან მთავრობის სხდომაზე. ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს და დაველაპარაკები ნებისმიერ ფორმატში. გონივრული ფორმატი შევარჩიოთ, ათი კაცი დამიჯდეს, გინდა საჯაროდ, გინდა არასაჯაროდ. მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა და რომლებიც არ იღებენ ფულს აგენტურული საქმიანობისთვის. ნებისმიერი ადამიანი მოვიდეს, მოვიდნენ ადამიანები, ვისაც მოსწონს ხაზარაძე, გიჟდება გვარამიაზე, მოვიდნენ. ნებისმიერ ფორმატში. ამაზე გახსნილი ხელისუფლება მე არ ვიცი, სადმე თუ არის. იმდენად მართლები ვართ და იმდენად გვაქვს ამის რწმენა, რომ ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა. საჯაროდ თუ არასაჯაროდ. რატომ არ გველაპარაკება არავინ, იმიტომ, რომ მათ, იციან, მათ შორის ამ პროტესტის მონაწილეებმა რომ არაფერში არ არიან მართლები. როგორ შეიძლება, მოლდოვა და საქართველო ერთად დააყენო და მოლდოვას მისცე კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსი თუ ასე აწუხებდათ, ხომ უსამართლოდ არ მოგვცეს სტატუსი, სადმე რაიმე გააპროტესტეს? რომ ამბობდნენ, რომ USAID-ი და NED-ი თუ დაიხურება ქვეყანაში, ეს ქვეყანა დაიქცევაო, სადმე გააპროტესტეს, როდესაც აშშ-მ დახურა USAID-ი და NED-ი? ხომ ყველაფერი ფარისევლობა და სიყალბეა?“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ დანარჩენ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა - ალექსანდრე დარახველიძე

30 აპრილი, 2025 , 17:01

არავითარი უვიზო მიმოსვლა არ გაგვიხსნია ავღანეთთან და კიდევ 16 ქვეყანასთან, პირიქით, დავუწესეთ დამატებითი შეზღუდვა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს

30 აპრილი, 2025 , 15:04

„ქართული ოცნების“ ყრილობა 7 მაისს ჩატარდება, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდო

შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულობა და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს - შალვა პაპუაშვილი

30 აპრილი, 2025 , 12:41

გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია, ფხიზლად იდგეთ წინა ხაზზე და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისაგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება

ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობის მიღწევა, მისმა მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება გაყალბებული არჩევნების შემდეგ - თინა ბოკუჩავა

30 აპრილი, 2025 , 12:15

ჩვენს დელეგაციაში ერთი ადგილი თვალსაჩინოდ ცარიელი რჩება, ადგილი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც 2008 წელს პუტინს დაუპირისპირდა, საქართველოს სუვერენიტეტ

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება - ირაკლი კობახიძე

30 აპრილი, 2025 , 11:58

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და

პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები -„წინააღმდეგობის პლატფორმა“

29 აპრილი, 2025 , 19:09

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმა“ რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი