უკან

პოლიტიკა

14 აგვისტო, 2019 13:30
font-size

ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები - მამუკა ბახტაძე

პოლიტიკა. მამუკა ბახტაძე

საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, - ამის შესახებ საქართველოა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბაკურიანში, აგვისტოს ომთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა გორში 8 აგვისტოს დევნილებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომლებმაც საკუთარი სახლები ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დატოვეს.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ მათ შორის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც დგას თქვენი ტელევიზიის უკან, ამტკიცებდა, რომ თურმე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაწყებულა 2008 წელს. მე 8 აგვისტოს ვიყავი გორში და შევხვდი ჩვენს დევნილებს, რომლებიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში იყვნენ იძულებული, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი. როდის დაიწყო საქართველოს ოკუპაცია, ამაზე არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაცია. ამაზე პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი, რომ 90-იანი წლების დასაწყისში. რაც შეეხება 2008 წელს, ბუნებრივია ამისთვის რუსეთი ძალიან დიდხანს ემზადებოდა. ეს ყველაფერი იყო ძალიან ხილული. მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ, როგორ მზადდებოდა ინფრასტრუქტურა, რომ ეს ინტერვენცია განხორციელებულიყო. ეს განსაცდელი ერთ დღეში ციდან არ ჩამოვარდნილა. ამისთვის ემზადებოდნენ და ჩვენ გვქონდა 90-იანი წლების ძალიან მწარე გამოცდილება“. - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, პრემიერმა უპასუხა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ 2008 წლის აგვისტოს ომი არა თუ არ აიცილა თავიდან, არამედ თავისი უპასუხისმგებლო პოლიტიკით გახადა შესაძლებელი ოკუპანტი ძალის მიერ საოკუპაციო გეგმის რეალიზაცია.

"ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები", - განაცხადა პრემიერმა.

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, რადგან არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა - მამუკა მდინარაძე

16 აპრილი, 2024 , 19:08

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები პირველი მცდელობით ვერ აირჩია

16 აპრილი, 2024 , 16:19

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - სალომე ზურაბიშვილი

16 აპრილი, 2024 , 08:06

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი