უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


კომენტარი

12 ივლისი, 2017 14:55
font-size

ნებისმიერი პირი, რომელიც მხილებული იქნება კორუფციაში კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - გიორგი ალიბეგაშვილი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის შეფასებით, ნებისმიერი პირი, რომელიც მხილებულია კორუფციაში, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

ამის შესახებ ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში, ოთარ აბესაძის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ნებისმიერი პირი, რომელიც მხილებული იქნება კორუფციაში კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ არასოდეს არ ვყოფდით, არ ვყოფთ და არც არასოდეს არ დავყოფთ საზოგადოებას მხარდამჭერებად და ოპონენტებად. ყველა თანასწორი არის კანონის წინაშე. როდესაც ადამიანი კანონის წინაშე დააშავებს, ის ვალდებულია სახელმწიფოს წინაშე აგოს პასუხი“,-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე გუშინ, ქრთამის სახით 3 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება 338 მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ევქსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მონიკა დავლიანიძე

ნიკანორ მელია 2011-2012 წლებში ცდილობდა ,,ქართუს“ გაკოტრებას - დავით მათიკაშვილი

20 სექტემბერი, 2017 , 17:30

კომენტარი. ნიკანორ მელია, ქართუ ბანკი, დავით მათიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ოპოზიციას და მედიას საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც დეპუტა

ვანო ჯავახიშვილმა, თავგასიებულს რომ ეძახიან, ღლიცინი დაიწყო, რომ თურმე გაერო სახელმწიფო მგონია - ემზარ კვიციანი

20 სექტემბერი, 2017 , 16:50

”პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი ფიქრობს, რომ მასთან დაკავშირებით გადაცემა "ვანო ჯავახიშვილის შოუში" გასული ხუმრობა კონტრდაზვერვამ უნდა გამოიძიოს. ”ბატონმა ვანო ჯავახიშვილმა, თავგასიებულს რომ ე

გაზის ტარიფი მთელ საქართველოში საშუალოდ 11-12 თეთრით გაიზარდა - ზურაბ ჭიაბერაშვილი

20 სექტემბერი, 2017 , 16:05

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დენის ტარიფის მატებას პროგნოზირებს. როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გაზის ტარიფი მთელ საქართველოში საშუალოდ 11-12 თეთრით გაიზარდა და მ

„ქართული ოცნებას“ ან ეყოფა გონიერება და განაახლებს დიალოგს, ან დარჩება საკუთარ ახირებულ პოზიციაზე - ირაკლი აბესაძე

20 სექტემბერი, 2017 , 15:45

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შემუშავებული დოკუმენტის კომენტირებისას განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა ქართველი ხალხის

პროკურატურას ყველა მასალას წარვუდგენთ - ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი

20 სექტემბერი, 2017 , 14:50

ფონდ „იავნანაში“ მიესალმებიან, რომ მთავარი პროკურატურა ფონდის საქმიანობით დაინტერესდა და საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებს. როგორც ჟურნალისტებს ფონდის ხელმძღვანელმა გურამ ახალაიამ განუცხადა, ფონდი საგამოძიებო

თუ მომავალი მერი ,,სითი პარკთან“ დაკავშირებით უფრო მკაცრ ზომებს გაატარებს, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება - დავით ნარმანია

20 სექტემბერი, 2017 , 11:35

„სითი პარკთან“ მოლაპარაკებით ჩვენ ვერაფერს გავხდით, თუ მომავალი მერი უფრო მკაცრ ზომებს გაატარებს, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „ქართული ოცნების“ დედაქა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე