უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ნოემბერი, 2019 20:36
font-size

ნებისმიერს უფლებას აქვს მოვიდეს აქციაზე და გამოხატოს თავის პროტესტი - ვაჟა სირაძე

საპოლიციო ძალებმა გაწმინდეს მხოლოდ ის ტერიტორია, სადაც უკანონოდ იყო ბლოკირებული შესასვლელები. რუსთაველზე გრძელდება აქცია კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

„პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ბლოკირებული ცენტრალური შესასვლელები. შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან მოხდა აქციის მონაწილეების არაერთხელ გაფრთხილება, რომ მათი ქმედება პარლამენტის შენობის ბლოკირება, არის უკანონობა.

შევედით მათთან კომუნიკაციაში, გავაფრთხილეთ და ვაცნობეთ, რომ ეს იყო უკანონო ქმედება. ისინი არ დაემორჩილენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და შესაბამისად, გამოყენებული იქნა პოლიციური ძალები, რომლებმაც მოახდინეს პარლამენტის შენობაში შესასვლელების გახსნა. ის პირები, ვინც არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და გაუწია წინააღმდეგობა, დაკავებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით. ბოლო ინფორმაციით, 18 პირი იყო დაკავებული და კიდევ დაემატა რამოდენიმე პირი.

საპოლიციო ძალებმა გაწმინდეს მხოლოდ ის ტერიტორია, სადაც უკანონოდ იყო ბლოკირებული შესასვლელები. რუსთაველზე გრძელდება აქცია კანონის ფარგლებში. რუსთაველის გამზირზე იყო კარვები და დაკეტილი იყო სავალი გზა, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის მე-11 მუხლს ეწინააღმდეგებოდა, კერძოდ, აქ არსებული ხალხის რაოდენობა არ იყო ისეთი, რომ დაეკეტათ რუთაველის მთლიანი გამზირი.

კომუნიკაცია გვქონდა აქციის ორგანიზატორებთან კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში, კანონის სრული დაცვით“, - განაცხადა სირაძემ.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ პოლიცია ვინმეს აქციაზე საკვების და წყლის შეტანას უკრძალავს.

„ნებისმიერს უფლებას აქვს მოვიდეს აქციაზე და გამოხატოს თავის პროტესტი. გზა გახსნილია, მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნა სირაძემ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი