უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

1 თებერვალი, 2017 14:50
font-size

ნებსმიერ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს შეუძლია გამოვიდეს და თქვას, რომ გადასახედების გაზრდა არ შეიძლება - ბექა ნაცვლიშვილი

ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ფრაქციის ინიციატივა განმარტა, რომელიც კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას შეეხება, რომ ახალი გადასახადების შემოღებასა და გადასახადების გაზრდის შემთხვევაში, აუცილებლად რეფერენდუმი უნდა გაიმართოს.

როგორც ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ფრაქციამ 55 ქვეყნის კონსტიტუცია შეისწავლა და არც ერთ მათგანში არ წერია, რომ გადასახადების შემოღება, ახალი გადასახადებისა, თუ საგადასახადო განაკვეთის გაზრდა უნდა ხდებოდეს რეფერენდუმის საფუძველზე.

„პირიქით, 12 კონსტიტუციაში, მაგალითად, წერია, რომ არ შეიძლება ამ საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარება, რადგან ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ყველა პოლიტიკოსს აბსოლუტურად ესმის, რომ ეს არის პარლამენტის, მთავრობის გადასაწყვეტი, რადგან ფისკალური პოლიტიკა არის ბერკეტი, რომლითაც ყველა ქვეყანაში იმართება და სტიმულირდება ეკონომიკა“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ეს მუხლი ჩაიწერა კონსტიტუციაში, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რომ პარლამენტი დასუსტებულიყო, შესაბამისად, სახელმწიფო დასუსტებულიყო, როგორც ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა.

„რადგან ჩვენ ვდგავართ განვითარების სხვა ეტაპზე, რა თქმა უნდა, შეიძლება დადგეს აუცილებლობა რაღაც გადასახადის გაზრდისა, ან შეიძლება დადგეს საჭიროება, რომ მაღალშემოსავლიანმა ჯგუფებმა მეტი პასუხისმგებლობა იკისრონ, ვიდრე დაბალშემოსავლიანებმა და შესაბამისად, ეს ჩანაწერი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ამ შემთვევაში, რეფერენდუმი არის პოპულისტური საკითხი, იმიტომ რომ, ნებისმიერ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს შეუძლია გამოვიდეს და თქვას, რომ გადასახადების გაზრდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მოქალაქე დაეთანხმება ამას. ამიტომ ამ პოპულიზმის ალბათობა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ“,-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

18 თებერვალი, 2019 , 17:50

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 თებერვლისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6404 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6413 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0009-

გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

18 თებერვალი, 2019 , 17:40

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2019 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეხუთედ გახდა.  „გ

კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

18 თებერვალი, 2019 , 16:14

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა, კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები იყო, მათ შორის, ასეთი

გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

18 თებერვალი, 2019 , 16:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკსა და თანმხლებ პირებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოა

ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

15 თებერვალი, 2019 , 17:00

დღეს, 15 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6414 შეადგინა.

სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია

15 თებერვალი, 2019 , 16:40

„სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მ