უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2020 16:50
font-size

ნელ- ნელა ჩვენ შეიძლება სისტემური კრიზისის წინაშე დავდგეთ - დავით ჭიჭინაძე

"ჩვენ ვხედავთ, რომ საფონდო ბირჟების ჩამოქცევა იწყება რეალურად. ერთმანეთისგან იზოლირება იწყება, გლობალური სამყარო იწყებს ერთმანეთისგან ჩაკეტვას. ამის მაპროვოცირებელი არის კორონავირუსი,” - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ საფონდო ბირჟების ჩამოქცევა იწყება რეალურად. ერთმანეთისგან იზოლირება იწყება, გლობალური სამყარო იწყებს ერთმანეთისგან ჩაკეტვას. ამის მაპროვოცირებელი არის კორონავირუსი.

ეკონომიკური ბმები იმდენად დიდია დღევანდელ სამყაროში, რომ თუ ჩვენი ხელისუფლება უკვე განსაკუთრებული მოქმედების გეგმას არ შეიმუშავებს, გარდაუვალი იქნება ჩვენთან ამ ეკონომიკური კრიზისის არსებობა. ტურიზმი ნელ-ნელა მცირდება, ამას აღიარებს მთავრობაც. სამომხმარებლო ტექნიკის მოწოდება ჩვენთან ხდება ჩინეთიდან, ჩინეთი ამდენი ხანია პარალიზებულია, ქარხნები გაჩერებულია, პორტები დაკეტილია, ამის დეფიციტიც შეიქმნება.

სამუშაო ადგილებზეც აისახება ეს, თუ მაღაზიებმა ვერ შეძლეს ტექნიკის შემოტანა, გასაყიდიც არაფერი იქნება, პანიკის პირობებში კი ყველაფერს დაიტაცებენ.

ნელ- ნელა ჩვენ შეიძლება სისტემური კრიზისის წინაშე დავდგეთ. აქ არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემა, აქ არის ეკონომიკური პრობლემა, რომელმაც შეიძლება ისეთი ბიძგი მისცეს შეუქცევად პროცესებს, რომ ქვეყანა შეიძლება კოლაფსში აღმოჩნდეს. მთავრობა უნდა მუშაობდეს, იმიტომ, რომ ახსნა-განმარტებებია საჭირო. ლარის გამყარებაც კი ხალხში უკვე ეჭვს იწვევს, იმიტომ, რომ ეს იმის მანიშნებელია, რომ საგარეო ვაჭრობა ჩერდება და დოლარზე მოთხოვნა ამიტომ მცირდება,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია

30 მარტი, 2020 , 11:50

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია. „დღეს დილით მონაცემებით გაქვს 97 დადასტურებული შემთხვ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენოა 98-მდე გაიზარდა

30 მარტი, 2020 , 11:50

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. მონაცემები ვებგვერდ StopCov.ge-ზე განახლდა. ინფიცირებულთა შორის უკვე გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 978 ადამიანი, ხოლო სტაცი

აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

30 მარტი, 2020 , 10:45

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დღეს, 30 მარტს გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი &ndas

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

30 მარტი, 2020 , 10:45

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პრ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა

30 მარტი, 2020 , 10:45

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, მათგან გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება საქართველოს - 4876 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეო

მომდევნო კვირების განმავლობაში საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თანდათან გადავა ე.წ. კრიტიკულ ფაზაში და ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო - ამირან გამყრელიძე

30 მარტი, 2020 , 10:45

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მიერ გაიცემა, მაქსიმალურად