უკან

სამართალი

18 დეკემბერი, 2018 16:10
font-size

ნეტავ, ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, 5 წელი კი არა, 20 წელი ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს - ია მეტრეველი

ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანია.

მან აღნიშნა, რომ დღეიდან, ქვეყანაში „დანარჩენი ახალგაზრდების საქმეებზე, რომლებიც უკანონოდ ჩახოცეს, გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა იწყება“.

„ნამდვილად ველოდი, სამართლიანია ეს გადაწყვეტილება. მოსამართლემ დაკავებულებს უმაღლესი სასჯელები მიუსაჯა, უბრალოდ შთანთქმა მოხდა ამნისტიის მუხლებისა და თითოეულს, როგორც გავიგე, 5 წელი და რამდენიმე თვე გამოუვიდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს, ნამდვილად სამართლიანი იყო. აქ რაც მოაწყვეს: კივილი, წივილი და უბედურება, მე მათ მინდა ვუთხრა: ნეტავ, ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, 5 წელი კი არა, 20 წელი ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს. ამხელა დანაშაული აქვთ ჩადენილი და იმის მაგივრად, თავისი ფეხით წასულიყვნენ ციხეში და მოენანიებინათ და ცოდვა მოეხსნათ, არ ვიცი, რა დღეში არიან.

პროკურორი დააზიანეს, რაღაც ესროლეს საფეთქელთან და აცდა, სისხლი მოსდის და დარბაზიდან გაიყვანეს. ეს ამ ავაზაკების კიდევ ერთი დასტურია, რომლებმაც ჩემს შვილს ჯერ სიცოცხლე უკანონოდ წაართვეს, შემდეგ ბანდიტად გამოაცხადეს და სამართლისთვის 15 წელია, ვიბრძვი. მე მინდა, საზოგადოებას ეს დღე მივულოცო, რადგან დღეიდან ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მკვიდრდება და დანარჩენი ახალგაზრდების საქმეებზე, რომლებიც უკანონოდ ჩახოცეს, როგორც გახმაურებულ, ისე გაუხმაურებელ საქმეებზე, სამართლიანობის აღდგენა და გამოძიება დაიწყება“, - განაცხადა ია მეტრეველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი შვილის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ.

ცნობისთვის, 5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.

გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია.

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლითა და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლითა და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლითა და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლითა და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

აღნიშნულ საქმეზე განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორს, დავით მეფარიძეს სანთებელა ესროლეს. მან თავის არეში მცირე დაზიანება მიიღო.

ბუტა რობაქიძე თბილისში 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.

ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დასრულდა

16 ოქტომბერი, 2019 , 22:49

საქართველოს პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს. საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორ

პოლიციამ ლისის ტბაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

16 ოქტომბერი, 2019 , 17:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერ

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 12 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

16 ოქტომბერი, 2019 , 14:15

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა - გასაღებაში, განსაკუთრებით დიდი

მებაჟე ოფიცრებმა 19 420 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:25

9-15 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფი“ და „წითელი ხიდი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის ს

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.მ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერებისას, ნა

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:05

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 123.