უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მაისი, 2018 14:30
font-size

ნიკა გორგილაძის უსაფრთხოებას ემუქრება რეალური საფრთხე - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს 17 მაისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე ანტიჰომოფობიურ აქციაზე სიტყვით გამომსვლელი, ნიკა გორგილაძის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით:

,,როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2018 წლის 17 მაისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე ანტიჰომოფობიურ აქციაზე, სადაც ნიკა გორგილაძე გამოდიოდა სიტყვით, მასზე განხორციელდა თავდასხმა. დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

საია გამოხატავს შეშფოთებას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ზემოხსენებული ფაქტის შემდგომ განვითარდა, კერძოდ ნიკა გორგილაძე მუდმივად იღებს მუქარის შემცველ გზავნილებს სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე ნიკას განცხადებით იგი ყოველდღიურად ხდება აგრესიის და შეურაცხყოფის მსხვერპლი ქუჩასა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ძალადობასა და მუქარას იმდენად ინტენსიური ხასიათი აქვს, რომ ნიკას ყოველდღიური ცხოვრების წესი საფრთხის ქვეშაა. ის მუდმივად განიცდის დაუცველობის შეგრძნებასა და შიშს.

ნიკა გორგილაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით საიამ როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და ითხოვა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების განხორციელება, ხოლო ნიკას მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.

მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაიცვას ყველა მოქალაქე და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა ნებისმიერი ნიშნისა.“

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოქალაქეებს საჩუქარად გადასცა

21 თებერვალი, 2019 , 17:27

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების თარიღთან დაკავშირებით, მოქალაქეებს საჩუქარად მოქმედი კონსტიტუცია გადასცეს. ორგანიზაციამ კამპანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების

“კოალიცია თანასწორობისთვის“ დამოუკიდებელ ინსპექტორს სერგო მეთოფიშვილის მხრიდან დისკრიმინაციული და სტიგმის გამაძლიერებელი მოსაზრების გამოხატვის საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს

21 თებერვალი, 2019 , 17:05

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის მიერ გაჟღერებულ სტერეოტიპულ, სტიგმის გამაძლიერებელ და ღირსების შემლახველ მოსაზრებას და დამოუკიდებელ ინსპექ

არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ სიმართლის მტკიცებას – ბადრი ჯაფარიძე

21 თებერვალი, 2019 , 15:08

“თიბისის” თანადამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა ის არ აპირებს სასამართლოდან სარჩელის გამოტანას. „მინდა განვაცხადო, რომ თავიდანვე არასამართლიანად და დ

მარტოხელა მშობლები თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვის რეგისტრაციას გამარტივებული პროცედურით შეძლებენ

21 თებერვალი, 2019 , 14:51

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა დააყენა ინიციატივა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში შესატანი ცვლილები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება

21 თებერვალი, 2019 , 14:49

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ვიზიტის ფა

ლადო აფხაზავა წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითია - მიხეილ ბატიაშვილი

21 თებერვალი, 2019 , 14:26

გერმანიაში მყოფმა სქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ლადო აფხაზავას „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის მოხვედრა მიულოცა,  წარმატებები უსურ