უახლესი ამბები
- 17.04.2021 14:41`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს
- 17.04.2021 14:34ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება... და ასეა მე-9 წელია - დავით ჭიჭინაძე
- 17.04.2021 14:29პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა
- 17.04.2021 13:18მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრებიან
- 17.04.2021 13:13შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 520 ფაქტი გამოავლინა
- 17.04.2021 13:07ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო
- 17.04.2021 13:02მინდია გოგოჭურს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 17.04.2021 12:57საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ გარემოებებში -კობა გვენეტაძე
- 17.04.2021 12:51ვვარაუდობთ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ს დაუბრუნდება - საქართველოს აეროპორტების გაერთანება
- 17.04.2021 12:46ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა
არქივი
პოლიტიკა


ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს. ის ხვალ 15 საათზე მოდულის შენობაში უნდა მივიდეს. ამის შესახებ გვარამიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.
საქმე ეხება ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს.
„ოჯახთან ერთად რაჭიდან ბათუმის გზას ის-ის იყო, უნდა დავდგომოდი, მოდულში დამიბარეს 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დასაკითხად (ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერი).
ხვალ, სამზე, მოდულში.
ps ყოველი არჩევნების წინ ჩემი აქტუალიზაცია რომ ხდება, ტყუილია. ეგრევე ყველაზე მოთხოვნადი ვხდები, ყველა კანდიდატს რომ შეშურდება.
pps. გამორიცხულია, მე ქალაქიდან გავიდე, გინდა საქმეზე, გინდა დასასვენებლად და ან გამომძიებელმა არ დარეკოს, ან „რუსთავი 2“-ს არ შეუტიონ. ბუნებაში არ მომხდარა ბოლო სამი წელია. კიდე სამი დღე მაცადეს დასვენება, გასაკვირია“, - დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 2015 წლის 29 ოქტომბერს ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე გავრცელდა სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ესაუბრებოდა გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საქმეზე. საუბარი ეხებოდა „რუსთავი 2“-ის დაცვას, მათ შორის, ბარიკადების მოწყობითა და „ბოევიკების“ ჩართვით.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება... და ასეა მე-9 წელია - დავით ჭიჭინაძე
17 აპრილი, 2021 , 14:34

ზურაბიშვილი ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს ხვდება
17 აპრილი, 2021 , 14:28
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრებიან
17 აპრილი, 2021 , 13:18

ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო
17 აპრილი, 2021 , 13:07

„ქართულმა ოცნებამ“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა
17 აპრილი, 2021 , 12:00

გიორგი გახარია კელი დეგნანს შეხვდა
16 აპრილი, 2021 , 22:05