უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მარტი, 2017 12:25
font-size

ნიკა გვარამია ძმებს ყარამანიშვილებს რუსთავი 2-ის თანამშრომლებისთვის ტელეკომპანია „საქართველოს“ გადაცემას სთხოვს

ტელეკომპანია რუსთავი2-ის დირექტორმა ძმები ყარამანიშვილების შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რომლის თანახმად ტელეკომპანიის წილების 40% არხის თანამშრომლებს უსასყიდლოდ უნდა გადასცენ.

გვარამიამ ბრიფინგზე ყარამანიშვილებს მადლობა გადაუხადა და უარის მიზეზები განმარტა.

"პირველი, ამჟამად, ყადაღის ქვეშ მყოფი 40%-იანი წილის რუსთავი2-ის გუნდისთვის გადმოცემა, პრაქტიკულად, განუხორციელებელია, რამეთუ რუსთავი 2-ის წესდების თანახმად, წილების გადაცემას ესაჭიროება ყველა მეწილის, მათ შორის, 9%-ის წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის თანხმობა. ამგვარი თანხმობა არ არსებობს. წარმოდგენილი შემოთავაზება სამართლებრივად ფიქციაა. ამას გარდა, კომპანიის 40%-იანი წილის ფლობა არ ცვლის საქმის ვითარებას. გადამწყვეტი ხმის უფლება ისევ რჩება ტელეკომპანია „საქართველოს“, რომელიც კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს ფლობს, ტელეკომპანია “საქართველოს“ მესაკუთრეები კი ყარამანიშვილები არიან“,- განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, აქედან გამომდინარე ტელეკომპანიის თანამშრომლები საპასუხო ინიციატივით გამოდიან.

„საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია „საქართველო“, რაც როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად, ერთადერთი გზაა, კომპანიაში საქმის ვითარების რეალურად და არა ფიქტიურად შესაცვლელად. შპს ტელეკომპანია „საქართველო“ არ არის დაყადაღადებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს. მისი კოლექტივისთვის გადმოცემით არა მხოლოდ ჩვენი ტელეკომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები. მათ მიერ საამისოდ შერჩეული და უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებული იქნებიან სწორედ მათ წინაშე",- განაცხადა გვარამიამ.

ძმები ყარამანიშვილები ტელეკომპანია რუსთვი2-ის თანამშრომლებისთვის არხის 40%-ანი წილის გადაცემის ინიციატივით გუშინ გამოვიდნენ.

მონიკა დავლიანიძე

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

24 აგვისტო, 2019 , 15:20

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიალში მონაწილ

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო, 2019 , 12:03

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მ

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკ

მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექ

პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება

24 აგვისტო, 2019 , 11:00

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაშ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 17:50

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს