უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 თებერვალი, 2017 13:50
font-size

ნიკა გვარამია პროკურატურას მიმართავს, რომ გაასაჯაროვოს მოსამართლეების მიერ ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება

ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეები, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეები „სისტემას შიგნიდან ამხელენ, ამხელენ ხელისუფლებას შიგნიდან და აცხადებენ მათზე მიმდინარე უხეშ ზეწოლაზე“.

ამის შესახებ გვარამიამ რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების მიერ გაკეთებეული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად. მათზე ზეწოლა ხორციელდება.

„ასეთი ტიპის განცხადებები ჩვენ ნანახი გვაქვს, ერთი იყო ია ბარამიძე, როდესაც მაშინდელმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, გამომდინარე საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გააკეთა საჯარო განცხადება. და ეს იყო სწორი, ეს იყო სამოქალაქო გმირობა მისი მხრიდან.

ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და წევრებმა გააკეთეს ასეთივე განცხადება, რაც სწორი იყო, და ჩვენ გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ამას აკეთებს საქმის განმხილველი მოსამართლე.

როდესაც მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაცია მიმდინარეობს ეს ჯდება არასისხლის სამართლის, არამედ სხვა კანონში, ე.წ აკრძალული კომუნიკაციის კანონში და ხდება მიმართვა იუსტიციის საბჭოსთვის და დაჯარიმება უკანონო კომუნიკატორის. მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის შემთხვევა უბრალოდ უკანონო კომუნიკაციის. ეს არის შემთხვევა, როდესაც მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ მათზე მიმდინარეობს იმგვარი ზეწოლა, რომელიც უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის ნორმებით, კერძოდ, მოსამართლის საქმიანობაში უხეში ჩარევის ნორმით, რაც შეიძლება მოიცავდეს არა უბრალოდ მათთან კომუნიკაციას, არამედ სხვადასხვა ტიპის უხეშ ზეწოლას.

გვაქვს შეკითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. რატომ არ მოიქცა ის ისე, როგორც მოიქცა მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროება. თუმცა ცხადია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეების მოკავშირე არ არის, იგი არის სახელმწიფოს მოკავშირე მოსამართლეების წინააღმდეგ. მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან ამ მოსამართლეებზე დაიწყო უმძიმესი ზეწოლა საიმისოდ, რომ მათ გაეტანათ ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი მოტივაცია, უფრო სწორედ სუბიექტები, დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე; ან ის ადამიანები რომლებიც, ვითომდა აფილირდებიან ჩვენს მხარესთან, მაგალითად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თანამოაზრეები. ვფიქრობ, რომ ადამიანები რომლებიც ამ ქმედებაში იღებდნენ მონაწილეობას, დაკარგეს როგორც მორალური, ასევე პროფესიული უფლება დაიკავონ უმაღლესი თანამდებობები სახელმწიფოს სიტემაში, მათ შორის სამართალდაცვით სისტემაში.

ეს რომ ასე იყო, დასტურდება იმითაც, რომ მას შემდეგ, რაც მიზანი მიღწეული ვერ იქნა, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა, ბინძური მეთოდებით მათი კონტროლირებადი მედიის მეშვეობით, სადაც შედის ბედუკაძის ტელევიზია და ტელეკომპანია „იმედი“, სამწუხაროდ, დაიწყეს ზემოქმედება მოსამართლეებზე უკვე შავი პიარის აგორებით.

ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას მოქმედებენ ეს რუსული შინაარსის, სახელისუფლებო მედიასაშუალებები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქცევა სახელმწიფო. სახელმწიფო ამ შემთხვევაში იქცევა დანაშაულებრივად, პრაქტიკულად, ყველა მისი შტო ჩართულია ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელსაც ჰყავს ერთი ხელმძღვანელი -ბიძინა ივანიშვილი.

ერთადერთი სახელისუფლებო შტო, რომელიც ამაში ჩართული არ არის, პრეზიდენტის შტოა. ჩვენ ვთხოვთ მას, რომ ღრმად შეისწავლოს ეს საქმე. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან, რომ გამოქვეყნდეს ამ განცხადების შინაარსი და შეწყდეს ზეწოლა მოსამართლეებზე არა მხოლოდ ჩვენი საქმის გადაწყვეტილების ნაწილში, არამედ იმ ნაწილში, რომ მათ შეცვალონ ამ განცხადების შინაარსი.

ასევე ვთხოვ გაითვალისწინოს ყველამ, რომ ჩემთან სეპარატული მოლაპარაკებების წარმოება არის აბსოლუტურად განწირული. მე არ შევდივარ მოლაპარაკებებში იმ ვითარებაში, როდესაც ვარ აბსოლუტურად მართალი და მეორე მხარე ცდილობს ჩემს დაჩაგვრას, ჩემს და ჩემს უკან მდგომი ათასი თანმშრომლის დაჩაგვრას.

მივმართავ უზენაეს სასამართლოს, რომ ყველანაირი ნორმა და კანონი დარღვეულია, ჩვენი საქმის განხილვის ყველანაირი ვადა გასულია და გასაგებია ეს რატომაც ხდება. მიიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება, ნუ დაემორჩილებით ადამიანებს, რომლებიც მიდიან და მოდიან მაგრამ თქვენ რჩებით, თქვენი პროფესიული სინდისი რჩება და ის შეფასებაუნარიანია იმის მიხედვით, თუ როგოორ იმოქმედებთ. თქვენს რიგებში უკვე არიან ადამიანები, ვინც გაბედა და თავისი გადაწყვეტილებებით და განცხადებებით დაუპირისპირდა სისტემას“,-განაცხადა გვარამიამ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ევროსასამართლოში ლისის ტბის წართმევის საქმე, კონვენციის ოთხ ფუნდამენტურ მუხლზე დარღვევის მითითებით გასაჩივრდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

20 იანვარი, 2020 , 15:15

საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა. აღნიშნულის შესახებ ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე გა

აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

20 იანვარი, 2020 , 13:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი

დაბა სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

18 იანვარი, 2020 , 16:20

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მამაკაცმა საკუთარი მეუღლე მოკლა. არსებული ინფორმაციით, ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი ბეტა ნაჭყებიაა. გოგონა მეუღლემ, 32 წლის ლევან ლომიძემ ლოგინში მოკლა. ადგილობრივები აცხადებენ,

პროკურატურასთან ზვიად კუპრავა დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 13:20

პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა დღეს აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლ

თბილისში ყაჩაღობის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 13:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბ

ნინოწმინდის მერიის განყოფილების უფროსი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 12:30

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`