უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ნოემბერი, 2016 18:35
font-size

ნიკა გვარამია რომ ამბობს, ეს ნიშნავს რომ უკვე სარწმუნოა? - ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დღევანდელი განცხადება აბსურდის თეატრია.

როგორც ზარდიაშვილმა „იმედს“ განუცხადა, იგი არც პირველი, არც მეორე და არც მესამე ინსტანციის მოსამართლეებს არ იცნობს.

„ნიკა გვარამიას აბსურდულ თეატრზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მაკავშირებს მე იმ ხალხთან და საერთოდ რუსთავის 2 განმხილველ მოსამართლეებთან, რომელსაც საერთოდ არავის არ ვიცნობ. არც პირველი ინსტანციის მოსამართლეებს ვიცნობ, არც მეორესი, არც მესამესი. დანარჩენი არის სრული აბსურდის თეატრი“,-აღნიშნა ზარდიაშვილმა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯმდომარის ეკა ბესელიას განცხადებით კი, მას ნიკა გვარამიას ნათქვამის არ სჯერა.

„ნიკა გვარამია რომ ამბობს, ეს ნიშნავს რომ უკვე სარწმუნოა? ბრალდება ყველაფერზე შეიძლება ისმოდეს და X და Y წყარო, რაღაც ინკოგნიტო ამბობს, რომ შესაძლოა ზეწოლა ხორციელდებოდეს. ოთხი გვარი მოვისმინე, ახლა მეხუთე, შემდეგ მეექვსე გვარი ვინ არის? ზარდიაშვილზე რა უნდა გითხრათ? სერიოზულად მეკითხებით? მე სერიოზულად ამ კითხვას ვერ ვღებულობ“,-განაცხადა ბესელიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, 3 დღის განმავლობაში სასამართლოზე იქნება უპრეცედენტო ზეწოლა და ამ ზეწოლის განმახორციელებლად არის არჩეული „ახალი ადამიანი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალებების შემსრულებელი „ზონდერი“ - ივანე ზარდიაშვილი. დღეს ეს ადამიანი მოხვდა პარლამენტში და არის ეკა ბესელიას პირველი მოადგილე“.

მონიკა დავლიანიძე

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

სახლში დარჩენის გარდა, რას სთავაზობს ხელისუფლება ხალხს?! - ნინო ბურჯანაძე

31 მარტი, 2020 , 12:50

„რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა. იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ კარანტინის დროს სახლში უნდა დარჩეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდე

არც კარანტინია გამორიცხული და არაფერი - გია ვოლსკი

30 მარტი, 2020 , 16:50

თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება, ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ოპონენტებს დასჩემდათ, არამედ ჩა

„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

28 მარტი, 2020 , 15:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. „ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩ