უკან
სამართალი
10 ივლისი, 2020 16:15
ნიკა გვარამია საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს
ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გვარამია Facebookის საკუთარ გვერდზე წერს.
„კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა“, - წერს ნიკა გვარამია.
არსებული ინფორმაციით, ის უწყებაში მისვლას არ აპირებს და გამოკითხვის ჩატარებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.