საზოგადოება
ნიკა გვარამია უახლოეს დღეებში მის სახელთან დაკავშირებული პირადი ხასიათის ჩანაწერის გამოქვეყნებას ელის
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უახლოეს დღეებში მის სახელთან დაკავშირებული მორიგი ჩანაწერების გავრცელებას ელის.
ამასთან, გვარამია არ გამორიცხავს, რომ ჩანაწერები იყოს პირადი ხასიათის.
,,ველი მომდევნო დღეებში მსგავსი სიბინძურეების და ტყუილის გავრცელებას, მათ შორის პირადი ხასიათისაც. ამაზე გაფრთხილებული ვარ სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მხრიდან, მაგრამ ჩემთვსი ეს მეათეხარისხოვანია და ეს უკვე არაერთხელ დავადასტურე როგორც ჩემი განცხადებებით, ასევე ჩემი ქმედებებით. მეგობრებო, არ გამოვა, მე არ გავიწევი, რაც გინდათ, ის გამოაქვეყნეთ’’, - განაცხადა ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, უკრაინულ მედიაში გუშინ ჩანაწერის გამოქვეყნებით, დადასტურდა გაზეთ ,,ქრონიკა პლუსის’’ რედაქტორის, ელისო კილაძის ,,წინასწარმეტყველება’’. გვარამია ვარაუდობს, რომ ელისო კილაძე კარგად არის ინფორმირებული უშიშროების სამსახურების მიერ.
ნინო ექვთიმიშვილი