უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 აგვისტო, 2019 14:07
font-size

ნიკა გვარამიას დაკავება “ოცნებას” კარგს არაფერს მოუტანს - ვახტანგ ძაბირაძე

ბოლო პერიოდში ნამდვილად იკვეთება ძალადობის ტენდენციები და არ ვგულისხმობ მხოლოდ 20-21 ივნისის მოვლენებს. მას შემდეგ განვითარებული პროცესები, დაკავებები, ასევე ტელევიზიებთან დაკავშირებით რასაც ვუყურებთ, თუ ამ ყველაფერს ერთ დიდ სურათად წარმოვიდგენთ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ნამდვილად ცდილობს უფრო მკაცრი ხელით დაარეგულიროს ვითარება. აშკარად იკითხება, რომ ხელისუფლებას სურს აჩვენოს, რომ ის მართავს პროცესებს, აკონტროლებს ყველაფერს. კი ბატონო, ასეც არის, ხელისუფლება უნდა მართავდეს პროცესებს და აკონტროლებდეს კიდეც, მაგრამ ეს ასე არ კეთდება”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“არ შეიძლება შენმა ნამოქმედარმა უკურეაქცია გამოიწვიოს. პირიქით, ხელისუფლებას უნდა აწყობდეს, რომ რაც შეიძლება ვითარება სტაბილური გახადოს, პროცესები დაამშვიდოს და ამ ფონზე აკონტროლოს და არა პირიქით... პარალელს სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდთან ნამდვილად ვერ გავავლებდი, ჰგავს ნაწილობრივ, მაგრამ ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება. სააკაშვილი, რაც ხელისუფლებაში მოვიდა თანდათან აძლიერებდა რეპრესიებს და მისი მმართველობის ბოლო წლებში მასშტაბური ხასიათი მიიღო. დღეს ასეთი მასშტაბური არ არის, თუმცა რეციდივები ნამდვილად არის”, - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

“გიორგი გახარია საკითხი არა მგონის მარტივად ჩამთავრდეს და დღის წესრიგიდან მოიხსნას. ხოლო ის, რომ გახარიასთან ერთად ჩუბინიძის თემაც გააქტიურდეს, ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მე ასე უფრო ველოდები მოვლენათა განვითარებას - გახარიასთან ერთად იქნება ჩუბინიძეც. მართლაც კადრებში ჩუბინიძე ჩანს. ეს ყველაფერი გამოძიების საგანია, თუმცა აქამდე დაკითხულიც არ არის. მეტიც, პროკურატურაში გამოძახებულიც არ არის. ბუნებრივია, ჩუბინიძის მიმართ ჩნდება კითხვები: რა ფუნქციის მატარებელი იყო იმ დროს მისი ყოფნა სპეცდანიშნულების რაზმის რიგებში?”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ნიკა გვარამიას დააკავებენ?” - პასუხობს:

“ქართული ოცნებისთვის” ეს პოლიტიკურად მომგებიანი ნამდვილად არ იქნება. ხელისუფლებას ძალიან მყარი არგუმენტები დასჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ გვარამიას დაკავება აუცილებლობით იყო განპირობებული და აქ შერჩევითი სამართალი არაფერ შუაშია. თუ ასეთი მყარი არგუმენტები არ ექნება და ამაში ვერ დაარწმუნებს საზოგადოებას შინ და გარეთ, მაშინ ჩაითვლება, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და მეტი არაფერი. ეს კი კარგს არაფერს მოუტანს ხელისუფლებას”.

კიდევ ერთი კრიტიკულ წერილს გახარიას კონგრესმენი, ბრაიან ბაბინი უგზავნის

25 იანვარი, 2020 , 11:53

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკულ წერილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კიდევ ერთი წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინი უგზავნის. წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატი

ვახტანგ მახარობლიშვილმა და დავით ბაქრაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

25 იანვარი, 2020 , 10:45

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ადამიანებს შორის კავშირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო „ტ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები, ევროპის მომავალზე ისაუბრებთ - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქ

ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით; აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დ

საქართველოს მეგობრების განცხადებების ფონზე, სრულიად სამარცხვინო და არასერიოზულია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია - „თავისუფალი საქართველო“

23 იანვარი, 2020 , 15:35

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოგზავნილ წერილებსა და რეკომენდაციებს ეხმაურება. როგორც „თავისუფ

ფრაქცია `დამოუკიდებელი დეპუტატები` ივანე მაჭავარიანს პარლამენტში იბარებენ

23 იანვარი, 2020 , 14:50

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას მიმართავს. წერილს, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`