უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 თებერვალი, 2017 14:10
font-size

ნიკა მელია დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვს

ამ წუთებში თბილისში დედაქალაქის მერიასთან 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო „რუსთავი 2“-ისა და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერ აქციას მართავს.

აქციაზე შეკრებილი პარტიების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, დადგეს მერის პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, მოსამართლე ნატო ნაზღაიძის, რომელიც „რუსთავი 2“-ის სასამართლო საქმეს ხელმძღვანელობდა,ოჯახისთვის მრავალმილიონიანი ქონების შესაძლო გადაცემის გამო.

საკოორდინაციო საბჭო დავით ნარმანიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მისი მთავარი მიზანია დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრაა.

„ქრთამი იქნა გადახდილი დედაქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან მოსამართლის ოჯახისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხი აქვს გასაცემი... გამოვიდეს ეს ადამიანი და გვითხრას, რომ აღარ შემიძლია, მაძალებს ივანშვილი და სისულელეს სისულელეზე მაკეთებინებს. ამიტომ ჩვენ ახლა მოვითხოვთ დედაქალაქის მერიის შენობაში შესვლასა და შეხვედრას ქონების მართვის სააგენტოს უფროსთან და დედააქალაქის მერთან“, - ამბობს მელია.

აქცია ფიზიკური შეხლა-შემოხლის ფონზე მიმდინარეობს. ნიკა მელია მერიაში შესვლას შეეცადა, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა მას ამის საშუალება არ მისცა. დაპირისპირებაში საპატრულო პოლიციაც ჩაერთო.

ანა მებურიშვილი

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი